
BTU-ს ორგანიზებით ტრენინგი „კიბერუსაფრთხოება“ ჩატარდა
- Categories ახალი ამბები
- Date ოქტომბერი 18, 2021
კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო თვისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ევროკავშირის “კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით,
ვორქშოფების 2021 წლის შემოდგომის სესია „კიბერუსაფრთხოების & კიბერგანათლების“ ტრენინგით დაიწყო, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა ა/წ 18 ოქტომბერს 15:00 საათზე.
შეხვედრა უძღვებოდა ექსპერტი, პროფესორი ანდრო გოცირიძე.
ღონისძიებას ფიზიკურ ფორმატში 175 სტუდენტი დაესწრო რეგულაციებისა და დისტანციის დაცვით.
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.



Previous post
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს
Next post
BTU Tech Clinic-ის გადამზადების მოდული სტუდენტებისთვის და ბენეფიციარი კომპანიებისთვის: ციფრული პროდუქტის დიზაინი
You may also like

ტრენინგები და ვორქშოფები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
