საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამა საცალოდ ვაჭრობაში
საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში, საცალოდ ვაჭრობაში გადამზადების საერთაშორისო პროგრამა იწყება – საფრანგეთის მოწინავე სასწავლებელი, ISC PARIS BUSINESS SCHOOL ორმაგი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამის განხორციელებას საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე იწყებს.
პროგრამა განკუთვნილია საცალოდ ვაჭრობის ინდუსტრიაში მომუშავე სპეციალისტებისთვის და გულისხმობს AACSB და AMBA საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით სწავლებას, რომელსაც წარუძღვებიან პარიზიდან მოწვეული სპეციალისტები. პროგრამის მოდულები შემუშავდება კანდიდატებისა და პარტნიორი ორგანიზაციების საჭიროებების გათვალისწინებით.
საცალოდ ვაჭრობის ინდუსტრია საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია ხოლო აღნიშნული მიმართულებით გადამზადების პროგრამა პირველად ხორციელდება ქვეყანაში. პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე, პირველი ნაკადის გადამზადება კი დაიწყება 2020 წელს.
პარიზის ბიზნესის სკოლა ISC 1963 წელს დააარსდა და დღეს, ფრანგული პრესტიჟული “Grandes Ecoles” სისტემაში, მოწინავე ადგილზეა. სკოლის პროგრამები აკრედიტებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს, AACSB-ისა და AMBA-მ მიერ. ბიზნეს სკოლის პერსონალი დაკომპლექტებულია წამყვანი პროფესორებითა და პრაქტიკოსი სპეციალისტებით. პროგრამის საქართველოში განხორციელების მხარდამჭერია საფრანგეთის საელჩო საქართველოში.