საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი“ BTU-ში
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია BTU-ში.
საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
BTU-ს ორგანიზებით, ევროპული და აშშ-ის უნივერსიტეტების მხადაჭერით, საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია – „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი“ გაიმართება.
„ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი“-ს კონფერენცია აერთიანებს თემებს:
- ხელოვნური ინტელექტი და საქართველო;
- განათლების ტექნოლოგიები;
- უსაფრთხოება და ტექნოლოგიები;
- ციფრული ტრანსფორმაცია და ჯანდაცვის ტექნოლოგიები;
- ციფრული ტრანსფორმაცია და აგრარული ტექნოლოგიები;
- სამართლის ტექნოლოგიები (LegalTech);
- ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი;
- ინოვაციები და მეწარმეობა;
- ციფრული ტრანსფორმაცია და ფინანსური ტექნოლოგიები;
- ქალები ტექნოლოგიებში (FemTech).
კონფერენციის თემატიკა ეხება ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს და გამოწვევების სამეცნიერო ანალიზს.
კონფერენციაზე გაიმართება კვლევების პრეზენტაცია და პანელური დისკუსიები, სადაც მოწვეული იქნება დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
შეხვედრა გაიმართება ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) მხარდაჭერით.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა: https://docs.google.com/…/1A19g2Lfebe2cktxEhxf0…/edit…