![](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2023/01/325270633_1317685945675146_4744202432096301518_n.jpg)
კონკურსი BTU-ს აკადემიური პერსონალისთვის!
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანაორგანიზებით, 21-23 თებერვალს დუბაიში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – “EUMMAS A2S Conference on Global Social and Technological Development and Sustainability” გაიმართება.
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, აგრეთვე გაიმართება: ბიზნეს ფორუმი, ქალთა ფორუმი და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონკურსი.
კონფერენციაზე მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ ფორმატში.
BTU-ს აკადემიურ პერსონალს, შესაძლებლობა აქვს მოიპოვოს სრული დაფინანსება ფიზიკურ ფორმატში კონფერენციაზე მონაწილეობისთვის