საერთაშორისო კონფერენცია “ინიციატივა 5.0”-ის შემაჯამებელი ინგლისურენოვანი ღონისძიება საერთაშორისო კონფერენცია “ინიციატივა 5.0”-ის შემაჯამებელი ინგლისურენოვანი ღონისძიება
საერთაშორისო კონფერენცია ,,ინიციატივა 5.0” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება. კონფერენციასა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევარები, წარმომადგენლები სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.
კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად უნივერსიტეტის მიზანია საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, უნივერსიტეტმა ინიციატივა გაუკეთა პროექტს ,,5.0’’ რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: FEMTECH, MEDIATECH, LAWTECH AND LEGALTECH, FINTECH, EDTECH, AGRITECH, CULTURETECH, HEALTHTECH, GREENTECH, ENTREPRENEURSHIP.
Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში.
თუ ხართ მკვლევარი, შესაბამისი უახლესი პუბლიკაციებით საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, თქვენი კვლევითი ინტერესი იკვეთება ციფრული ეკონომიკის, ციფრული მმართველობის, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან/და ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში დაანონსებულ სფეროებთან, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა კონფერენციაში.
გთხოვთ, აღნიშნულ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ თქვენი კვლევის აბსტრაქტი 16 ივნისამდე.
საერთაშორისო კონფერენცია 4 დღიანი პანელური დისკუსიების დასკვნითი ღონისძიებაა. 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტი უმასპინძლებს პანელურ დისკუსიების სერიას, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება 2 ივლისს, ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიური კონსორციუმთან პარტნიორობით.