რომის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო სასწავლო ტური BTU-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
რომის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო სასწავლო ტური ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის!
იტალიის ერთ–ერთი წამყვანი ბიზნესის სკოლა აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2020 წლის 25-30 მაისს გაიმართება ქალაქ რომში.
ტურის ფარგლებში 5 დღიანი ინტენსიური ტრენინგების გარდა გათვალისწინებულია სასწავლო ვიზიტები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და კომპანია ბულგარის სათაო ოფისში.
კურსის საფასური: 950 ევრო.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ინგლისურენოვანი CV და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონე) უნდა გადმოგზავნონ [email protected]ზე არაუგვიანეს ა/წ 25 მარტისა.
დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო სასწავლო ტურის შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: international@btu.edu.ge