BTU-ს სტუდენტებისთვის
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 23.09.2024 და სასწავლო პროცესის (ლექციების) დასრულება: 04.01.2025 საგამოცდო პერიოდი: 13.01.2025-09.02.2025
აკადემიური კალენდარი, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე
განცხადების გასაგზავნად სტუდენტი უნდა შევიდეს BTU CLASSROOM -ის სისტემაში, მარცხნივ სვეტში დააჭიროს რუბრიკას ,,განცხადებები“, შემდგომ ,,განცხადების დამატება“, შემდგომ ,,აირჩიე შაბლონი“.
სტუდენტი ირჩევს განცხადების შაბლონს მისი მოთხოვნის შესაბამისად, მაგალითად, თუ სტუდენტს ესაჭიროება სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ირჩევს შაბლონს ,,ცნობა სტუდენტობის შესახებ“, თუ სტუდენტს სურს სტატუსის შეჩერება, ირჩევს შაბლონს ,,სტუდენტის სტატუსის შეჩერება“ და ა. შ.
იმ შემთხვევაში, თუ არ არის წარმოდგენილი სტუდენტის სურვილის შესაბამისი შაბლონი, უნდა აირჩიოს ,,თავისუფალი ბლანკი“. მაგალითად გამოცდების აღდგენის შესახებ განცხადებები თავისუფალ ბლანკში იწერება. შაბლონის არჩევის შემდგომ, სტუდენტმა უნდა ჩაწეროს განცხადების ტექსტი, შეავსოს ტელეფონის ნომრისა და მისამართის ველები და დააჭიროს ღილაკს ,,ხელმოწერა და გაგზავნა“.
იხილეთ ინსტრუქცია
დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზით გაცდენილი შუალედური და დასკვნითი
გამოცდის აღდგენა. სილაბუსით გათვალისწინებული ნებისმიერი შუალედური შეფასება
(ქვიზი, საკონტროლო წერა, დავალება და ა.შ.) აღდგენას არ ექვემდებარება.
გამოცდის გაცდენის საპატიო მიზეზად ჩაითვლება: ა) მძიმე ავადმყოფობა ბ) საზღვარგარეთ
სამსახურებრივი მივლინება გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახებ“ და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი შემთხვევები.
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი საპატიო მიზეზით აცდენს შუალედურ ან დასკვნით
გამოცდას, მან აღდგენისთვის განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გამოცდის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებაში სტუდენტმა უნდა მიუთითოს, თუ რომელი სასწავლო კურსის ფარგლებში ითხოვს გამოცდის აღდგენას. განცხადება უნდა გადმოგზავნოს სისტემა BTU CLASSROOM -დან, თავისუფალი ბლანკის საშუალებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) ავადმოყოფობის გამო გაცდენის შემთხვევაში – სრულად შევსებული (უნდა შეივსოს ყველა პუნქტი) „სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა No IV-100/ა“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბ) სამსახურებრივი მივლინების გამო გაცდენის შემთხვევაში – ცნობა საზღვარგარეთ მივლინების შესახებ და მივლინების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. გ) კანონით დადგენილი შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ცნობა. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ავთენტურობა გადამოწმდება უნივერსიტეტის მიერ. გაყალბების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.
საპატიოდ გაცდენილი შუალედური გამოცდა ჩატარდება მე-12, მე-13 ან/და მე-14 სასწავლო კვირაში. აღდგენის კონკრეტული თარიღი დგინდება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ.
იმ შემთხვევაში თუ შუალედური ან დასკვნითი გამოცდის ფორმატი არის ჯგუფური პრეზენტაციის წარდგენა, საპატიოდ გაცდენილი გამოცდის აღდგენა შეუძლია მხოლოდ ჯგუფის იმ წევრს, ვინც წარადგენს აღნიშნულ განცხადებას და დოკუმენტაციას (და არა მთლიანად ჯგუფს).
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საქმისწარმოების წესის შესაბამისად, შემოსული
სტანდარტული განცხადების განხილვა ხდება 5 სამუშაო დღის ვადაში. უმეტეს შემთხვევაში, განცხადების განხილვა ხდება უფრო ნაკლებ დროში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, არასტანდარტული განცხადების
განხილვას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.
სტუდენტის მიერ BTU CLASSROOM– ის სისტემიდან გადმოგზავნილ განცხადებაზე პასუხის ნახვა შესაძლებელია ისევ რუბრიკაში
,,განცხადებები“დაჭერით. თავდაპირველად განცხადებას აქვს სტატუსი ,,განხილვაში“. მას შემდეგ, რაც
ადმინისტრაცია განიხილავს განცხადებას, მიენიჭება სტატუსი: დადებითი (რაც იმას ნიშნავს, რომ
სტუდენტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და არის მწვანე ფერის) ან უარყოფითი (რაც ნიშნავს, რომ
სტუდენტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და არის წითელი ფერის). ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა
განცხადების პასუხს ახლდეს კომენტარი, თუ რატომ დაკმაყოფილდა ან არ დაკმაყოფილდა სტუდენტის
მოთხოვნა.
სტუდენტის მიერ საპატიო მიზეზით (რომელიც დასტურდება დოკუმენტურად) გაცდენილი შეფასებითი
აქტივობები, რომელიც აღდგენას ექვემდებარება არის: შუალედური და დასკვნითი გამოცდები.
ქუიზების, საკონტროლო წერის, გადასაგზავნი დავალებების, ჯგუფური პრეზენტაციის ფორმატის დავალებების, ქეისების, პრაქტიკული სავარჯიშოების და ა.შ. აღდგენა არ ხორციელდება.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თუ შუალედური გამოცდის ფორმატი არის ჯგუფური პრეზენტაციის წარდგენა, ობიექტური მიზეზის საფუძველზე (შესაბამის ვადებში წარმოდგენილი განცხადების და დოკუმენტაციის საფუძველზე) გამოცდის აღდგენა შეუძლია მხოლოდ ჯგუფის იმ წევრს, ვინც წარადგენს აღნიშნულ განცხადებას და დოკუმენტაციას (და არა მთლიანად ჯგუფს).
შედეგის გაუმჯობესების მიზნით, სტუდენტის მიერ უკვე შესრულებული შუალედური გამოცდის, ქვიზის,
საკონტროლო წერის თუ სხვ. განმეორებით შესრულება არ ხდება (გამონაკლისია მხოლოდ დასკვნითი
გამოცდა, რომელზეც ცალკე რეგულაციები ვრცელდება)
შეფასებითი აქტივობის ჩაბარება უნდა განხორციელდეს სტუდენტის ცხრილით გათვალისწინებულ დღეს და დროს (თუ ყველა ჯგუფისათვის და სტუდენტისათვის ლექტორის ან ადმინისტრაციის მიერ სხვა გრაფიკი არ არის დადგენილი). იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს გამოცდაზე დასწრებას, უნდა დაწეროს განცხადება აღდგენაზე, შესაბამისი წესების დაცვით (იხილეთ გამოცდის აღსადგენად განცხადების გადმოგზავნის ინსტრუქცია ზემოთ)
იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული დოკუმენტი (ცნობა, ნიშნების ფურცელი, ფორმა 26 თუ სხვ), უნდა გადმოგზავნოს განცხადება BTU CLASSROOM- ის სისტემიდან შესაბამისი შაბლონით (იხილეთ განცხადების გადმოგზავნის ინსტრუქცია ზემოთ). მოთხოვნილი დოკუმენტი სტუდენტს გაეგზავნება ელექტრონული სახით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კორპორატიულ ელ. ფოსტაზე, 5 სამუშაო დღის ვადაში.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად, სავალდებულოა სტუდენტმა დააკმაყოფილოს ორი წინაპირობა:
1. „აქტივობის კომპონენტში“ (მოიაზრება ყველა აქტივობა გარდა შუალედური და დასკვნითი გამოცდებისა: დავალებები, პრეზენტაცია, ქვიზი, ქეისი, საკონტროლო წერა თუ სხვა) სტუდენტმა უნდა გადალახოს ჯამური ქულის 41%. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება;
2. „აქტივობის კომპონენტს” + შუალედური გამოცდები: სტუდენტმა უნდა გადალახოს ჯამური ქულის 41%. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება;
დასკვნით გამოცდაში მინიმალური ბარიერის გადალახვა სავალდებულოა.
თუ რომელიმე კომპონენტში ვერ გადალახავს სტუდენტი ზღვარს, მაგალითად დავალება 1 ში/პირველ შუალედურ გამოცდაში/რომელიმე ქეისში ან სხვა, სტუდენტს უბრალოდ უნულდება შეფასება იმ კონკრეტულ დავალებაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აღარ აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს კრედიტი.
სასწავლო კურსში კრედიტის მისაღებად ყველა ზემოაღნიშნული ზღვრების გადალახვის შემთხვევაში სტუდენტს უნდა ჰქონდეს ჯამურად მინიმუმ 51 ქულა. (საბოლოოდ, ჯამურად უნდა მიიღოს ერთ-ერთი დადებითი შეფასება (51-100 ქულა).
სტუდენტს აქვს უფლება, გავიდეს დასკვნითი გამოცდის განმეორებით გამოცდაზე იმ შემთხვევაში, თუ:
- მან გადალახა სემესტრული და შუალედური შეფასებების მინიმალური ზღვრები, თუმცა ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი (ან არ გამოცხადდა დასკვნით გამოცდაზე) და ყველა შეფასების (შუალედური და დასკვნითი (განმეორებითზე გასვლის მიზნებისთვის ითვლება დასკვნითის ზღვარვერგადალახული ქულაც)) შედეგად უგროვდება 41 და მეტი ქულა (მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა სტუდენტს უგროვდება 51 ქულა და მეტი).
- მან გადალახა სემესტრული და შუალედური შეფასებების, ასევე, დასკვნითი შეფასების მინიმალური ზღვარი, თუმცა ყველა შეფასების (შუალედური და დასკვნითი) დაჯამების შედეგად უგროვდება 41 – 50 ქულა (რაც არ არის საკმარისი სასწავლო კურსში კრედიტის მისაღებად)
განმეორებით გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში, სტუდენტს დასკვნით გამოცდაზე მიღებული ქულა უუქმდება და საბოლოო შეფასებაში უფიქსირდება განმეორებით გამოცდაზე მიღებული ქულა.
სტუდენტს არ მიენიჭება სასწავლო კურსში კრედიტი, იმ შემთხვევაში, თუ მან შუალედურ (მათ შორის სემესტრული) და დასკვნით გამოცდებზე (მათ შორის განმეორებითი გამოცდის შედეგად) გადალახა მინიმალური ზღვრები, თუმცა მის მიერ დაგროვებული ქულათა ჯამი არ არის 51 ან მეტი.
სტუდენტს კურსი ჩაეთვლება გავლილად და მას მიენიჭება კრედიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა სემესტრული და შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო ჯამურად ერთ-ერთი დადებითი შეფასება (51-100 ქულა).
შენიშვნა: თუ სტუდენტმა გადალახა სემესტრული და შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო ჯამურად ერთ-ერთი დადებითი შეფასება (51-100 ქულა), დაუფიქსირდა სასწავლო კურსში კრედიტი, განმეორებით გამოცდაზე, შედეგის გაუმჯობესების მიზნით, გასვლის უფლება აღარ აქვს სტუდენტს.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს გადალახული აქვს სემესტრული და შუალედური შეფასებების მინიმალური ზღვრები, თუმცა ვერ გამოცხადდა დასკვნით გამოცდაზე ობიექტური მიზეზის გამო და არ უგროვდება 41 ქულა, შეუძლია მიმართოს უნივერსიტეტს განცხადებით, დასკვნითი გამოცდის აღდგენის შესახებ, დასკვნითი გამოცდის ჩატარებიდან უმოკლეს ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 10 დღისა) და განცხადებით წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს მის მიერ დასკვნითი გამოცდის შეუსრულებლობის ობიექტურ გარემოებას.
BTU CLASSROOM-ის სისტემაში, სასწავლო კურსზე დაკლიკებით, შეფასებების რუბრიკაზე გადასვლით, შესაძლებელია სტუდენტმა გადაამოწმოს, აქვს თუ არა დასკვნითი გამოცდის განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს აქვს განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლება, შესაბამის გრაფაში აღნიშნულია , თუ არ აქვს უფლება-მონიშნულია ✘ (იხ. ქვემოთ მოცემული სქრინები). აღნიშნული მონაცემების (აღვნიშვნები იმის შესახებ, აქვს თუ არა უფლება სტუდენტს განმეორებით გამოცდაზე გასვლის) განახლება ხდება უწყისებში დასკვნითი გამოცდების შეფასებების (მათ შორის 0 ქულა) შეყვანისთანავე.
სწავლების პირველი წლის (პირველი კურსის) ბოლოდან სტუდენტს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს პროგრამის ცვლილება (მაგალითად მენეჯმენტის პროგრამიდან გადავიდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამაზე). ამისათვის მან განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს (განცხადება იგზავნება BTU CLASSROOM– ის სისტემიდან), რექტორის ბრძანებით დამტკიცებულ მობილობისათვის განსაზღვრულ ვადაში. განცხადების განხილვის შემდგომ, მომზადდება პროგრამული თავსებადობის დასკვნა, რომელზე ხელმოწერითაც სტუდენტი დაადასტურებს პროგრამის საბოლოო ცვლილებაზე თანხმობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის მობილობის წესში ცვლილების შესახებ ბრძანების №07/ნ საფუძველზე, ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ შიდა მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი). მაგალითად თუ სტუდენტს სურს მენეჯმენტის პროგრამიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ფინანსების პროგრამაზე შიდა მობილობის განხორციელება, ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მათემატიკის საგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. თუ სტუდენტს არ აქვს აღნიშნული საგანი ჩაბარებული, აქვს შესაძლებელობა შესაბამის ვადებში დარეგისტრირდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ამ საგნის ჩაბარების მიზნით, ბმულზე
იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა (მაგალითად მენეჯმენტის პროგრამა) ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად.
მობილობის მსურველ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევა მიღებული შედეგი გამოიყენოს მობილობის მიზნებისათვის.
შენიშვნა: ცვლილებები არ ეხებათ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ პირებს. ისინი პროგრამაზე მობილობით სწავლის გაგრძელებას შეძლებენ იმგვარად, როგორც ეს დაშვებული იყო 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე.
სტუდენტის გადაწყვეტილებით სტატუსის შეჩერება შესაძლებელია სწავლების ნებისმიერ ეტაპზე, რისთვისაც
სტუდენტმა BTU CLASSROOM– ის სისტემიდან განცხადება უნდა გადმოგზავნოს შესაბამისი შაბლონით (იხილეთ განცხადების
გადმოგზავნის ინსტრუქცია ზემოთ). თუ სტუდენტი სემესტრის დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
მიმართავს რექტორს განცხადებით სტატუსის შეჩერების შესახებ, მას განცხადებით (სადაც უნდა იყოს
მითითებული საბანკო რეკვიზიტებიც) მოთხოვნით შემთხვევაში, დაუბრუნდება გადახდილი სწავლის
საფასურის 90%. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა პირს არ დაუბრუნდება (ბტუ-ში სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, ეს თანხა ჩაითვლება სტატუსის აღდგენის შემდეგ
გადასახდელ სწავლის საფასურში). გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზემოაღნიშნული ვადის გასვლის
შემდეგ სტატუსის შეჩერების განცხადების გადმოგზავნის შემთხვევაში, ამ თარიღამდე არსებული გავლილი
სასწავლო კვირების პროპორციულად მოხდება სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ჩამოჭრა.
სტუდენტის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია არაუმეტეს 5 წლის ვადით.
თუ სტუდენტს სტატუსის შეჩერების სემესტრში გავლილი აქვს აკადემიური რეგისტრაცია (დარეგისტრირებული აქვს სასწავლო კურსები და მიღებული აქვს შეფასებები), სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნული რეგისტრაცია უქმდება (უქმდება როგორც რეგისტრაცია სასწავლო კურსებზე, ასევე-შეფასებები)
სტატუსშეჩერებული სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხდება სტატუსის შეჩერებიდან
არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. ფინანსური დავალიანების, ფინანსური ვალდებულებების/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტატუსის
აღდგენისთვის აუცილებელია დარღვევის აღმოფხვრა.
სტატუსის აღდგენის მიზნით სტუდენტმა BTU CLASSROOM– ის სისტემიდან განცხადება უნდა გადმოგზავნოს
შესაბამისი შაბლონით
(იხილეთ განცხადების გადმოგზავნის ინსტრუქცია ზემოთ) ბტუს მიერ სტატუსის აღდგენისთვის დადგენილ ვადაში (არაუგვიანეს სემესტრული
ადმინისტრაციული რეგისტრაციის პერიოდში)
სტანდარტულად სემესტრში რეკომენდებულია 30 კრედიტის არჩევა. შესაძლებელია სემესტრში სტუდენტს არჩეული ჰქონდეს 30 კრედიტზე ნაკლებიც (მაგალითად 29 კრედიტი), თუმცა აუცილებელია შემდეგ სემესტრებში სტუდენტმა დააბალანსოს აღნიშნული ნაკლული კრედიტი (მაგალითის მიხედვით აირჩიოს რომელიმე სემესტრში 31 კრედიტი), იმისათვის, რომ პროგრამის დასრულებისას (ბაკალავრების შემთხვევაში, 8 სემესტრის ბოლოს) ჰქონდეს სრული 240 კრედიტი. თუ სტუდენტს სემესტრში დაფარული აქვს 30 კრედიტის გადასახადი, თუმცა აირჩია ნაკლები კრედიტი (მაგალითად 29, 28 ან 27 კრედიტი), აღნიშნული ნაკლული კრედიტების საფასური მას ბალანსზე ენახება და შეუძლია შემდეგ სემესტრებში გამოყენება (შესაბამისად 30 კრედიტზე მეტის არჩევა).
სტუდენტს, რომელსაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კრედიტების გარდა სურს დამატებითი კრედიტების არჩევა, შესაძლებლობა აქვს აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში დაარეგისტრიროს დამატებითი სასწავლო კურსები.
სემესტრში განსაზღვრულზე მეტ კრედიტებზე რეგისტრაცია დასაშვებია, თუ წელიწადში დატვირთვა არ გახდება 75 კრედიტზე მეტი (შემოდგომის სემესტრში არაუმეტეს 40, ხოლო გაზაფხულის სემესტრში არაუმეტეს 50 კრედიტისა).
ზემოთ მითითებული შემთხვევა (დამატებითი კრედიტები) იწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებას და შესაძლებელია შესაბამის ვადებში შესაბამისი კრედიტების საფასურის გადახდის შემთხვევაში.
თუ სტუდენტს სურს, რომელიმე სასწავლო კურსის განმეორებით შესწავლა შედეგის გაუმჯობესების მიზნით,
აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში, განცხადება უნდა დააფიქსიროს BTU CLASSROOM– ის სისტემიდან.
გასათვალისწინებელია, რომ ერთი და იგივე სასწავლო კურსში ორჯერ კრედიტის მინიჭება არ ხდება და შესაბამისად, უკვე გავლილი და მინიჭებული კრედიტი გაუქმდება. ასევე, აღნიშნული შემთხვევა იწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებას.
წარჩინების დიპლომი გაიცემა თუ პროგრამის კომპონენტების 85%-ში მიღებულია „A“ შეფასებები (მათ შორის საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომში; “summa cum laude” – სადოქტორო ნაშრომში), დანარჩენ 15%-ში მიღებულია არანაკლებ „B“ შეფასება, ყველა სხვა შემთხვევაში გაიცემა ჩვეულებრივი დიპლომი.
შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადაა 12 სეტქემბრის 18:00 საათი
შესაბამის ვადაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა იწვევს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას, რომელიც რეგულაციების მიხედვით, იგივე სემესტრში აღდგენას არ ექვემდებარება.
სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგი ბანკების ონლაინ მომსახურებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით: თიბისი ბანკი, ბაზის ბანკი, პაშა ბანკი, ფინკა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.
გადახდა ხორციელდება შემდეგი პროცედურით: კომუნალური გადახდები > განათლება > ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი > სტუდენტის პირადი ნომერი > თანხის დაფიქსირება > გადახდა.
აღნიშნული მეთოდით, თანხა სტუდენტის საუნივერსიტეტო ბალანსზე აისახება მომენტალურად. მნიშვნელოვანია, გადახდის მომენტში ყურადღება მიაქციოთ ბანკის საკომისიოს, რომელსაც ყველა ბანკი თავად აწესებს. იმ შემთხვევაში თუ გადახდას განახორციელებთ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და აუცილებლად მიუთითოთ სტუდენტის პირადი ნომერი
მიმღების დასახელება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ანგარიშის ნომერი, ვალუტა GE38TB7860536020100006 GEL
ბანკის დასახელება: ს.ს “თიბისი ბანკი”, საქართველო
ბანკის კოდი: TBCBGE22.
ბტუ-ს შინაგანაწესის, სტუდენტის შესახებ ინფორმაციის მე-6 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, შეფასების/გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება:
1. თუ სტუდენტის ნაშრომი (შუალედური გამოცდა, დასკვნითი გამოცდა, სხვ.) ფასდება მხოლოდ ერთი შემფასებლის მიერ და სტუდენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას/ნაშრომის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას შეუძლია შეფასება/გადაწყვეტილება გამოცხადებიდან მომდევნო სამუშაო დღეს წერილობითი საპრეტენზიო განცხადებით გაასაჩივროს. საპრეტენზიო განცხადება იგზავნება BTU CLASSROOM- ის სისტემიდან, თავისუფალი ბლანკის საშუალებით;
2. პროტესტი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რას აპროტესტებს სტუდენტი. ზოგადი ხასიათის განცხადება არ განიხილება. გადაწყვეტილება პროტესტის განუხილველად დატოვებაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. საპრეტენზიო განცხადების განხილვა მიმდინარეობს ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით. განხილვის შედეგი სტუდენტისთვის ცნობილი ხდება საპრეტენზიო განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 05 სამუშაო დღეში.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა სასწავლო კურსში ვერ მოიპოვა კრედიტი (დადებითი შეფასება) და ეს კონკრეტული სასწავლო კურსი არის პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი, სტუდენტმა მომდევნო სემესტრებში უნდა აირჩიოს აღნიშნული კურსი. თუ ზემოაღნიშნული არ არის სავალდებულო კომპონენტი, შესაძლებელია სტუდენტმა ის ჩაანაცვლოს სხვა არჩევითი სასწავლო კურსით (მის ნაცვლად გაიაროს სხვა არჩევითი საგანი).
BTU-ში ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.
ჩვენი კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას:
- ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი – 1950101
- ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები – 1950102
- ციფრული მარკეტინგი – 1950103
- საინფორმაციო ტექნოლოგიები – 1950104
- კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი- 1950105
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე მოსახვედრად აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ შემდეგი საგნები
ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ინგლისური ენა
- მათემატიკა ან ისტორია
ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ინგლისური ენა
- მათემატიკა
ციფრული მარკეტინგი:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ინგლისური ენა
- ისტორია ან მათემატიკა
საინფორმაციო ტექნოლოგიები:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ინგლისური ენა
- მათემატიკა ან ფიზიკა
კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ინგლისური ენა
- მათემატიკა ან ფიზიკა
ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:
1. საერთო სამაგისტო გამოცდა – გადალახოს ოთხი კომპონენტიდან სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
2. ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
3.გასაუბრება და ან გამოცდა სპეციალობაში.
ზოგადი ინფორმაცია BTU-ზე
ჩვენთან არის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის პროგრამები: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
საბაკალავრო პროგრამების საფასური:
- ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი – 2250 ლარი
- ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები – 2250 ლარი
- ციფრული მარკეტინგი – 2650 ლარი
- საინფორმაციო ტექნოლოგიები – 2650 ლარი
- კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი – 2950 ლარი
სამაგისტრო პროგრამების საფასური:
- ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები – 2650 ლარი
- ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps – 2950 ლარი
- საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები – 2250 ლარი
სადოქტორო პროგრამის საფასური
- ბიზნესის ადმინისტრირება – 3500 ლარი
- ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში – 3500 ლარი
სწავლის საფასური შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგნაირად:
- სახელმწიფო სასწავლო გრანტი
- საუნივერსიტეტო სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს
- მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის – სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი
ლექტორების საუკეთესო გუნდი, რომლებიც საქართველოს უმსხვილესი ორგანიზაციების ტოპ მენეჯერებს წარმოადგენენ.
სტუდენტებს არა მხოლოდ ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო უახლეს ტექნოლოგიებს ასწავლიან, არამედ მათ დასაქმების პროგრამებს და ინდუსტრიასთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობასაც სთავაზობენ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური უზრუნველყოფს ყველა საფეხურის სტუდენტის ჩართულობას გაცვლით პროგრამებში.
გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.
სტუდენტის კარიერული წინსვლის ხელშეწყობა ჩვენი კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი მიზანია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს დასაქმდეს, სწავლის დაწყებისთანავე, შექმნას შთამბეჭდავი პორტფოლიო და სწრაფად გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი.
„სმარტსტუდენტი “- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც სტუდენტებს დასაქმების უნიკალურ საშუალებას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით.
სტუდენტები საქმდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში: მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა.
სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება ხდება 100-ქულიანი (max 100 ქულა) სისტემით . საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტთა შეფასების 100-ქულიანი სისტემა უშვებს 5 დადებით და 2 უარყოფით შეფასებას:
დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – 91-100 ქულა
(B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა
(C) კარგი – 71-80 ქულა
(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა
(E) საკმარისი – 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასებები:
(Fx) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა (სტუდენტს მეტი მუშაობა სჭირდება, ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება
(F) ჩაიჭრა – 40 – 0 ქულა (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
აკადემიური სტიპენდია გაიცემა ყველაზე მაღალი აკადემიური რეიტინგის მქონე სტუდენტებისთვის, რაც ხდება ბტუ-ში მოქმედი წესით შედგენილი სარეიტინგო სიის მიხედვით. აკადემიურ სტიპენდიას მიიღებენ სტუდენტები, რომლებსაც სარეიტინგო სიებში აქვთ უფრო მაღალი ადგილები (ასევე, სტიპენდიის დანიშვნისას მხელველობაში მიიღება სტიპენდიის კანდიდატ სტუდენტთა რაოდენობა და მათი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი). აკადემიური სტიპენდია ინიშნება და გაიცემა ერთი სემესტრის განმავლობაში. აკადემიური სტიპენდია წყდება სტუდენტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის ბრძანების გამოცემისთანავე.
სწავლის წლიური საფასურის გაყოფა შესაძლებელია განცხადების საფუძველზე, მიზეზის დამადასტურებელი
ოფიციალური დოკუმენტის წარდგენით. განცხადება სტუდენტმა უნდა გადმოგზავნოს BTU CLASSROOM-ის სისტემიდან. ამავე სისტემაში იხილავს სტუდენტი მის განცხადებაზე პასუხს 5 სამუშაო დღეში. საფასურის განაწილების საფუძველი შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემული შემთხვევები ან სხვა სახის მიზეზი, რომელიც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტით და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიჩნევს რელევანტურად.
N | მიზეზი | დამადასტურებელი დოკუმენტის სახე |
1 | დაბალი შემოსავალი | მშობლის ან სტუდენტის სახელფასო ცნობა |
2 | შემოსავლის არ ქონა | ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან |
3 | მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა | დედ-მამიშვილების დაბადების მოწმობები |
4 | სოციალურად დაუცველის სტატუსი | დამადასტურებელი საბუთი |
5 | დევნილის სტატუსი | დამადასტურებელი საბუთი |
6 | ჯანმრთელობის პრობლემები | ფორმა 100 |
7 | მარჩენალის დაკარგვა | გარდაცვალების ცნობა |
8 | საბანკო ვალდებულებები | ამონაწერი ბანკიდან |
9 | ორი ან მეტი სტუდენტი ოჯახში | სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა |
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ინტელექტუალური პოტენციალის და შესაძლებლობების განვითარების მიზნით, შეუძლია მიიღოს დამატებით განათლება ბტუ-ში:
1. დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ბტუ-ს ვებგვერდზე განთავსებული პროგრამის აღწერილობას, პროგრამების სასწავლო კუმპონენტიდან აირჩიოს მისთვის სასურველი სასწავლო კურს(ებ)ი/მოდულ(ებ)ი და მიმართოს ბტუ-ს რექტორს განცხადებით აღნიშნულის თაობაზე:
2. განცხადებას განიხილავენ ბტუ-ს ფაკულტეტის დეკანი და შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელი;
3. დაინტერესებულ პირს შეუძლია გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს/დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის და სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები მისი კვალიფიკაციის და სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის სპეციფიკის შესაბამისობიდან გამომდინარე და თავად განსაზღვროს მის მიერ შერჩეული სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის შესწავლის მიზანშეწონილობა;
4. არჩეული სასწავლო კურსის/მოდულის გავლა: ა) რეკომენდირებულია იმ პირთათვის, რომელთა კვალიფიკაცია/განათლების საფეხური შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სფეროს და განათლების საფეხურს, ბ) არ რეკომენდირებული იმ შემთხვევაში თუ სწავლის მსურველი ვერ აითვისებს არჩეულ კომპონენტს მისი შესწავლის წინაპირებიდან გამომდინარე. უარყოფითი რეკომენდაციის მიუხედავად სწავლის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირი თავად იღებს პასუხისმგებლობას სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის დაძლევაზე;
5. სწავლა-სწავლება განხორციელდება შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის სილაბუსების მიხედვით და გულისხმობს სილაბუსით ყველა გათვალისწინებული საკითხების შესწავლას და პირის გადაწყვეტილებით შესაბამისი აქტივობების შესრულებას და შეფასებას;
6. დაინტერესებული პირის მიერ გასათვალისწინებელია, რომ:
1) მსგავსი სწავლება არ წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილს;
2) მსგავსი სწავლება არ გულისხმობს შესაბამის სასწავლო კურს(ებ)ში/მოდულ(ებ)ში კრედიტების მინიჭებას – ბტუ-ს მიერ გაიცემა სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის მოსმენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბტუ-ს გადაწყვეტილებით ცნობა/მოწმობა/სერტიფიკატი/სხვ.), რომელშიც იქნება მითითებული შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ი/მოდულ(ებ)ის დასახელება და საათების რაოდემობა;
3) ბტუ-ში კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში არ მოხდება მოსმენილი სასწავლო კურს(ებ)ის/მოდულ(ებ)ის აღიარება საგანმანათლებლო პროგრამისმიზნებისთვის (არ იქნება მიჩნეული პროგრამის შესწავლილ კომპონენტად).
7. სწავლის საფასური გამოითვლება შემდეგნაირად: 1 საკონტაქტო საათისთვის დადგენილი ღირებულება x საკონტაქტო საათების რაოდენობაზე (1 საკონტაქტო საათის ღირებულება დგინდება თითოეული კონკრეტული სასწავლო კურსისთვის/მოდულისთვის);
8. ბტუ-ს და დაინტერესებულ პირს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც იდება თავისუფალი მსმენელის სტატუსით კონკრეტული სასწავლო კურსების/მოდულების გავლის მიზნით და არეგულირებს მხარეთა ურთიერთობებს, უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის განათლებით მომსახურების საფასურის ოდენობას და გადახდის წესს.
GPA-ს დათვლის წესი მოცემულია ბაკალავრიატის დებულების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტში (სტუდენტის შეფასება). სტუდენტს მისი GPA-ს შესახებ ინფორმაცია, შეუძლია იხილოს BTU CLASSROOM– ის სისტემაში, სასწავლო ბარათში.
GPA-ს გამოთვლის პრინციპი:
1) ქვემოთ მოცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების (კოეფიციენტების) გაანგარიშების ერთ-ერთი მიზანია ბტუ-ში მიღებული შეფასებების აღიარების გამარტივება იმ უსდ-ის მიერ, რომელიც იყენებს საქართველოში მოქმედისგან განსხვავებულ, მათ შორის, GPA (Grade Point Average) შეფასების სისტემას, და საქართველოში მოქმედ შეფასების სისტემასთან ასეთ უსდ-ში მიღებული შეფასებების თავსებადობის დადგენა. სემესტრის/აკადემიური წლის GPA დამოკიდებულია სემესტრში/აკადემიური წლის განმავლობაში მისაღები და სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტების რაოდენობაზე და პროგრამის კომპონენტებში მიღებულ შეფასებებზე (ქულებზე);
2) ქვემოთ მოცემული გამოთვლები შესრულდება დამატებითი შეფასებების ჩატარების შემდეგ, რადგან Fx შეფასების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით შეფასებაზე მიღებული ქულით შეიძლება დაუგროვდეს ერთ-ერთი დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა (კრედიტი ჩაეთვალოს მიღებულად). გაანგარიშებისას მიღებული ციფრები მრგვალდება შემდეგი პრინციპით: ოთხი და ოთხს ქვევით – სიმცირისაკენ, ხოლო ხუთი და ზევით – მეტობისაკენ.
3) ბტუ-ში სტუდენტის აკადემიური მოსწრების დონე განისაზღვრება მიღებული ქულებით (100-ქულიანი სისტემით) და აღნიშნული ქულების ექვივალენტით – საშუალო აკადემიური შეფასებით (GPA);
4) პროგრამის კომპონენტის GPA გამოითვლება ფორმულით: GPA = (X – 50) x 0.06 + 1.0. სადაც X – არის პროგრამის კომპონენტში მიღებული ქულა (100-ქულიანი სისტემით).
100-ქულიანი სისტემის ქულები – შესაბამისი GPA ქულა
100 – 4
99 – 3,94
98 – 3,88
97 – 3.82
X – (X-50) x 0,06+1.0
51 – 1,06
1- 50 – 0
GPA გამოითვლება მხოლოდ პროგრამის იმ კომპონენტებისთვის, სადაც სტუდენტს მიღებული აქვს კრედიტი (ერთ-ერთი დადებითი შეფასება);
5) სემესტრის GPA(S): სემესტრში ყველა მიღებული „GPA“ მრავლდება კრედიტების რაოდენობაზე და მათი ჯამი იყოფა სემესტრში მისაღები კრედიტების რაოდენობაზე ΣCR=30 (ან სხვა, რამდენზეც იყო დარეგისტრირებული სტუდენტი): GPA(S) = Σ(GPA x CR) / ΣCR
6) აკადემიური წლის GPA(a). აკადემიურ წელს ყველა მიღებული „GPA“ მრავლდება კრედიტების რაოდენობაზე და მათი ჯამი იყოფა აკადემიური წლის განმავლობაში მისაღები კრედიტების რაოდენობაზე (რამდენზეც იყო დარეგისტრირებული სტუდენტი): GPA(a) = Σ(GPA x CR) / ΣCR
7) დიპლომის GPA. პროგრამის GPA(p). პროგრამით სწავლის პერიოდში ყველა მიღებული „GPA“ მრავლდება კრედიტების რაოდენობაზე და მათი ჯამი იყოფა პროგრამის კრედიტების რაოდენობაზე: GPA(p)= Σ(GPA x CR) / ΣCR. დიპლომის GPA უდრის პროგრამის GPA-ს.
თუ სტუდენტს არ აქვს მიღებული პროგრამისთვის დადგენილი კრედიტების რაოდენობა, მაშინ პროგრამის GPA =0.