ქართული საგანმანათლებლო მოდელის პირველი მასშტაბური ექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილი და მასპინძლობის მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მანანა უგულავა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის მთავრობის წევრებთან ქართული საგანმანათლებლო მოდელის ექსპორტზე სასაუბროდ შეხვედრებს მართავენ.
მხარეებს შორის აღნიშნულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მემორანდუმს 10 თებერვალს ნურ-სულთანში მოეწერა ხელი. შეთანხმება 2020 წლის მარტიდან ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების საშუალებით ყაზახეთში ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობას, ასევე, ქართველი და საერთაშორისო ლექტორების მიერ სასწავლო პროცესების წარმართვას გულისხმობს.
ქართული საგანმანათლებლო მოდელით ყაზახეთის მხარე მას მერე დაინტერესდა, რაც BTU-სა და მასპინძლობის მართვის ინსტიტუტის ძალისხმევით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შემავალი შვეიცარული სკოლა, უპირობო ლიდერი ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით – Les Roches საქართველოში შემოვიდა და BTU-ს ბაზაზე დაიწყო ფუნქციონირება. საქართველოში Les Roches პირველი წარმატებული კურსდამთავრებულები უკვე ჰყავს და ამჟამად საერთაშორისო სასტუმროების მართვის 2021 წლის სადიპლომო პროგრამაზე სტუდენტთა მეორე ნაკადის სწავლება მიმდინარეობს.
ასევე, ქართული მოდელის ექსპორტის საფუძველი გახდა მნიშნელოვანი შეთანხმება UNWTO-სთან მსოფლიო ტურიზმის აკადემიის საერთაშორისო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში.
- აღსანიშნავია, რომ ქართული საგანმანათლებლო მოდელით დაინტერესება სხვადასხვა ქვეყანამ გამოხატა. ექსპორტის პირველი ქვეყანა ყაზახეთია და თანამშრომლობის ასეთი პრეცედენტი უკვე შედგა.
მედია დაფარვა:
- იპნ
- bpn
- edu.aris.ge
- ambebi.ge
- kvira.ge