მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდება მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის.
მათემატიკის ახალი ოლიმპიადა ორმაგი საპრიზო ფონდით!
ოლიმპიადა ჩატარდება ორ ეტაპად და მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარ დარეგისტრირებული კანდიდატებისთვის.
პირველი ეტაპი ჩატარდება: 13 მარტს, ელექტრონულად.
მეორე ეტაპი ჩატარდება: 5 აპრილს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მონაწილეები და მათი მასწავლებლები დასაჩუქრდებიან ფულადი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული საჩუქრებით.
მონაწილეთა რეგისტრაცია
გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდებიან:პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს; აბიტურიენტს სწავლის დაფინანსება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში,
მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს,
მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.