პროფესორების კონკურსი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და არანაკლებ 3 (სამი ) წლის პრაქტიკული გამოცდილება სფეროში;
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 (ხუთი) წლის პრაქტიკული გამოცდილებით ბიზნესის ადმინსტრირების მიმართულებით ან 5 (ხუთი) წლის გამოცდილებით საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
კონკურსი გამოცხადდა 2016 წლის 27 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა პერიოდი 2016 წლის 27 ივლისიდან 5 აგვისტომდე. კონკურსის შედეგები განთავსდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.btu.ge) 2016 წლის 15 აგვისტოს.
კონკურსი ცხადდება ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით – 30 საშტატო ერთეული
საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით – 20 საშტატო ერთეული
ეკონომიკის მიმართულებით – 20 საშტატო ერთეული
მათემატიკის მიმართულებით – 20 საშტატო ერთეული
პოლიტიკის მიმართულებით – 10 საშტატო ერთეული
სამართლის მიმართულებით – 5
პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სამეცნიერო პუბლიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სწავლებისა და კვლევების კონცეფცია/გეგმა;
თ) ერთი საგნის სილაბუსი.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონული სახით 2016 წლის 27 ივლისიდან 2016 წლის 5 აგვისტომდე, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]