ფაკულტეტის საბჭოს წევრი-სტუდენტის არჩევნები
2021 წლის 17 ნოემბერს გაიმართება არჩევნები, ფაკულტეტის საბჭოს წევრი – სტუდენტის არჩევის მიზნით.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს, რომელსაც სწავლის პერიოდში არ აქვს მიღებული F შეფასება ან/და დაკისრებული დისციპლინური სანქცია;
სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა 2021 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით.
საბჭოს წევრი-სტუდენტები აირჩევიან საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით – ფარული კენჭისყრით.
არჩევნების შედეგები, შესაძლოა, გასაჩივრდეს გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პროცედურის დარღვევის ან არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტი. საჩივრის შეტანა ხდება ბტუ-ში მოქმედი განცხადებების წარდგენის წესით. არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელმაც არჩევნებში დააგროვა ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.
არჩევნების მიმდინარეობის ვადები:
- არჩევნების ჩატარების თარიღი – 2021 წლის 17 ნოემბერი, (10:00 – 18:00)
- არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადება – 2021 წლის 18 ნოემბერი;
- არჩევნების პირველადი შედეგების გასაჩივრების ვადა – 2021 წლის 19 ნოემბერი;
- არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება – 2021 წლის 22 ნოემბერი.
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ფაკულტეტის საბჭოს დებულებას.