
EURAXESS საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით BTU საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლებს
- თარიღი ოქტომბერი 26, 2021
- კატეგორია ახალი ამბები
29 ოქტომბერს 14:00 საათზე EURAXESS საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დისტანციურ ფორმატში უმასპინძლებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო შეხვედრას პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული სხვადასხვა საერთაშორისო აქტივობების, პროგრამების, პროექტებისა და სტიპენდიების შესახებ.
დასწრება რეკომენდებულია უნივერსიტეტის ყველა მკვლევარისა და ლექტორისთვის.
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით 22 ოქტომბრის 13:00 საათამდე.
EURAXESS-ის პლათფორმა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივის ნაწილს, რომლის მიზანია მკვლევარებისა და ლექტორების კარიერული განვითარებისა და საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა.
BTU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში EURAXESS-ის ლოკალური საკონსულტაციო კუთხე მოეწყობა


