PCS – Passenger Counting System
გუნდის წევრები: საბა მომცელიძე , ცოტნე აბსანძე , იონა ბართიშვილი , გიორგი ბილანიშვილი , თამაზ ჯანელიძე
სტარტაპი ორიენტირებულია სამგზავრო ავტობუსებში კამერების საშუალებით ადამიანების რაოდენიბის განსაზღვრაზე, შეგროვებული მონაცემების დამუშავებაზე და ამ მონაცემების მომხმარებლამდე მიტანაზე. მარტივი მაგალითია, ისეთი შემთხვევა როდესაც არ ვიცით ღირს თუ არა დალოდება ავტობუსისთვის, რადგან ისეთ შემთხვევაში თუ ავტობუსი გადაჭედილია მოგვიწევს უაზროდ დროის კარგვა. PCS -ის საშუალებით კი მგზავრს წინასწარ შეუძლია ნახოს თუ როგორი მდგომარეობა არი მისთვის სასურველ ავტობუსში კონკრეტულ მომენტში. ყოველდღიურად შეგროვებული მონაცემები კი გროვდება მონაცემთა სანახ ბაზაში, სადაც მოხდება ამ მონაცემების დამუშავება და ვიზუალიზაცია, რაც დაეხმარებათ სატრანსპორტო კომპანიის ორგანიზატორებს უფრო ეფექტურად მართონ ავტობუსების მარშრუტები. ანუ უფრო მარტივად და ზუსტად შეძლებენ განსაზღვრონ თუ რომელი მარშრუტი საჭიროებს დამატებითი ავტობუსების ჩამატებას და ასე შემდეგ.