BTU-ს ახალ საბაკალავრო პროგრამას კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი აკრედიტაცია ოფიციალურად მიენიჭა. პროგრამის განახლებული სტატუსი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ვებგვერდზე 2 კვირის ვადაში აისახება და სტატუსი „აკრედიტებულით“ შეიცვლება. პროგრამის განხორციელება კი 2024-2025 სასწავლო წლიდან დაიწყება. პირველ სასწავლო წელს დაგეგმილია …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით ხელონვური ინტელექტის ჰაკათონი, 15 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდით გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია. ჰაკათონის თემაა: ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ და მისმა შესაძლებლობებმა, ნათლად გამოავლინა …
BTU-ს ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა სტარტს იღებს. ოლიმპიადა ერთ ეტაპიანი იქნება და მასში მონაწილეობა წინასწარ დარეგისტრირებულ ყველა აბიტურიენტს შეეძლება. ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნებისა და კვლევითი უნარ–თვისებების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა. მათემატიკის ოლიმპიადა ერთ ეტაპად ჩატარდება და გამარჯვებული …
16 მაისს, 3-E Partnership Project-ის ფარგლებში ჩატარდა პირველი ვებინარი ენერგოეფექტურობის თემაზე, სახელწოდებით: ენერგოეფექტურობა აღმოსავლეთ პარტნიორობაში: საქართველო, აზერბაიჯანი და უკრაინა. შეხვედრას 70-მდე მონაწილე ესწრებოდა აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის სხვადასხვა ინსტიტუტიდან. შემდეგი აქტივობა3-E Partnership პროექტის ფარგლებში გაიმართება 10 ივნისს, 09:00 CET ონლაინ …
პირველად საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება. ღონისძიება გაიხსნა 13 მაისს და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. COST – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის „European Network on International Student Mobility: Connecting Research and …
ARISA ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ Alliances for Innovation პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ცოდნისა და უნარების განვითარებას ეძღვნება ევროპის მასშტაბით და ეხმარება დაინტერესებულ ინსტიტუციებს, ტექნოლოგიურ ბიზნესებს და მთავრობებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავებაში; ასევე, ადამიანზე ორიენტირებული, სანდო და AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. …
16 მაისს, 17:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით და ‘The 3-E Partnership Project’ გუნდის მონაწილეობით ჩატარდება ვებინარი თემაზე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგოეფექტურობის საკითხების მიმოხილვა’’ /Energy Efficiency in the Eastern Partnership: Georgia, Azerbaijan and Ukraine in Focus. ვებინარი …
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტის) და ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (პორტუგალია): კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს. სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა. …
ძირითადი მოვალეობები: – მონაწილეობა მიიღოს შემდეგ პროცესებში: საგანმანათლებლო პროგრამების და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება; მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის სპეციალობაში გამოცდის ან/და სხვა საგანში/საგნებში საგამოცდო საკითხების მომზადების კოორდინირება; სპეციალობათა და სპეციალიზაციების ჩამონათვალის შემუშავება; ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის გამოთვლა, კოეფიციენტების დადგენა ერთიანი …
“ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის ფარგლებში პირველი ნაკადის ლექტორთა/მენტორთა რეგისტრაცია დაიწყო! პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით და ქალთა გაძლიერების წამყვანი ლიეტუვური ორგანიზაციის – Women Go Tech-ის ჩართულობით. ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია ტექნოლოგიურ სექტორში ქალების გაძლიერება და განვითარება მთელი საქართველოს მასშტაბით. …