Back
luka-photo

ლუკა მგელაძე

ლუკა მგელაძე არის კიბერუსაფრთხოების პრაქტიკოსი, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ამჟამად იგი არის კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი, ასევე, რეგიონალური კიბერთავდაცვის ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი.

ლუკას გავლილი აქვს მაღალი დონის სასწავლო პროგრამები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, არის ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრის კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის კურსდამთავრებული, ფლობს ინდუსტრიის მაღალი დონის სერტიფიცირებებს, როგორიცაა SANS, ISO და ა.შ.

იგი კიბერუსაფრთხოების მართვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კითხულობს ლექციებს.