Back
luka-photo

ლუკა მგელაძე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ლუკა მგელაძემ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში. არის პროფესიული კომპეტენციის განვითარებისათვის ორგანიზებული არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგკურსისა და სასწავლო პროგრამის მონაწილე კიბერუსაფრთხოების, უსაფრთხოების, კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა რეგიონალური კიბერთავდაცვის ცენტრში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში,  პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ამჟამად არის  რეგიონალური კიბერთავდაცვის ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ დარგობრივ კონფერენციაში. მისი თანაავტორობითაა შექმნილი საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2022 წლების ეროვნული სტრატეგია.

ლუკა ფლობს ინგლისურ ენას.