დალი ბაგრატიონ-გრუზინსკი
აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში დალი ბაგრატიონ-გრუზინსკი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და BTU-ს აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. იგი ასევე ფლობს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო სამართლის სპეციალობით.
დალის აქვს სამუშაო გამოცდილება მენეჯმენტის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში ეკავა აღმასრულებელი დირექტორის, საოპერაციო დირექტორისა და ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციები. ასევე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების წევრი.
დალი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ასევე დამატებითი სპეციალიზაციით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით.
დალი არის Erickson International-ის მიერ სერტიფიცირებული ქოუჩი ეფექტური გუნდების მართვის მიმართულებით.
იგი ასევე არის Erasmus+-ის სერტიფიცირებული ახალგაზრდული მენტორი და IE University Global Academy for Counselors-ის წევრი.
დალი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.