მარიამ გობრონიძე
მარიამ გობრონიძე ფლობს მეცნიერების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მათემატიკაში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იკავებს ასისტენტ-პროფესორის პოზიციას.
აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი აკადემიური საქმიანობა მოიცავს მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების, მათემატიკისა და პროგრამირების მიმართულებებს.
მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციასა და ვორქშოფში. არის სამეცნიერო ნაშრომის „ზოგიერთ ფუნქციათა მიმართული გრაფები“ თანაავტორი.
მარიამს გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები ფრონტენდ დეველოპმენტის, JavaScript-ისა და მონათესავე ტექნოლოგიების მიმართულებით.
ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.
სხვა პერსონალი
გიორგი კაპანაძე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გეოსაინფორმაციო სისტემების (GIS) კურსის ლექტორი