![NFT სესია BTU-ში- პავლე მგელაძე 1 246979897 1482625158788417 2569103558687189853 n 1](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/10/246979897_1482625158788417_2569103558687189853_n-1.png)
NFT სესია BTU-ში- პავლე მგელაძე
26 ოქტომბერს 12:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამუშაო სივრცეში, პავლე მგელაძე ჩაატარებს შეხვედრას შემდეგ თემატიკაზე: როგორ გაჩნდა და რაში გამოიყენება NFT? რა არის მისი მომავალი განვითარება? რამ გამოიწვია ბიტკოინის გაჩენა და ალტკოინების საჭიროება? აღნიშნული საკითხების შესახებ ვრცლად დისკუსია BTU-ს ბლოკჩეინ ლაბის ფარგლებში დაგეგმილი სესიის ფორმატში გაიმართება.პავლე მგელაძე – 5 წლის განმავლობაში იყო Amazon-ის გუნდის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი. დრო: 26 ოქტომბერი, 12:00 საათი
ადგილი: BTU სამუშაო სივრცე