ნეო აკადემია
დამფუძნებლები: ნია სიბაშვილი, მარიამ ლაცაბიძე, გიორგი სულაბერიძე
ინოვაციური ციფრული აკადემია მოზარდებისთვის 12 წლიდან, რომლის მიზანიც ბავშვებში იმ ტექნოლოგიებზე ცნობიერების ამაღლებაა, რომლებიც მომავლის პერსპექტივაში საქმიანობის უამრავ სფეროში ადამიანის ჩართულობის ტრადიციულ ფორმას ჩაანაცვლებს. ჩვენი ლექციები დატვირთულია გემიფიკაციის ელემენტებით და აქტიური დისკუსიებით. ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნება, პიროვნებისთვის აუცილებელი თვისებები და ისწავლიან თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას.