ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის გამოცხადების შესახებ
- Categories ბრძანებები
- Date იანვარი 21, 2022
2021-2022 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
პროცესი | დოკუმენტი |
გარე მობილობა შიდა მობილობა | განცხადება რექტორის სახელზე |
გარე მობილობა | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი) |
გარე მობილობა | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე) |
გარე მობილობა | ბაკალავრიატი – სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები) |
გარე მობილობა | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) |
გარე მობილობა | უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) – ამონაწერი უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანებიდან; ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ; ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება); ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით |
გარე მობილობა შიდა მობილობა | იმ სტუდენტებმა, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წელს, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) და საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ისტორიის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. |
გარე მობილობა
| ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბტუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბტუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით. |
2021-2022 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ეტაპები და ვადები:
ეტაპი | ვადა/თარიღი | განმარტება |
I | 28.01.2022 – 08.02.2022-ის 18:00 საათამდე | მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა https://students.emis.ge |
II | 11.02.2022 – 14.02.2022-ის ჩათვლით | ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში – ბტუ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2021-2022 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი: www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected], საკონტ. ტელ.: (+99532) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ; პასუხისმგებელი პირი: ნათია მიქანაძე |
III | არაუგვიანეს | · მობილობით ბტუ-ში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტის მიერ უკვე მიღწეული კომპეტენციების ბტუ-ს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენა ბტუ-ში მოქმედი (კრედიტების აღიარების) წესის შესაბამისად და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება ბტუ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე; · სტუდენტისთვის ზემოთ მითითებული დასკვნის გაცნობა (სამუშაო საათები: 1000 სთ-დან 1800 სთ-მდე) ბტუ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით თანხმობის/უარის დადასტურება (სამუშაო საათები: 1000 სთ-დან 1800 სთ-მდე); · თანხმობის შემთხვევაში, მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან სასწავლო ხელშეკრულბების გაფორმება. |
IV | არაუგვიანეს | მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბტუ-ს სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა |
V | არაუგვიანეს 28.02.2022 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა. |
არაუგვიანეს 02.03.2022 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა. ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ერთიანი აქტის (ბრძანების) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. | |
VI | არაუგვიანეს 04.03.2022 | ბტუ-დან გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. |
You may also like
სტუდენტური კონკურსის შედეგები
სტუდენტური კონკურსის შედეგები 2024 წლის სტუდენტური სასწავლო–კვლევითი პროექტების კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 9 პროექტი: ოთხი ბაკალავრიატის და ხუთი დოქტორანტურის სტუდენტებისგან წარმოდგენილი. საკონკურსო კომისიამ შეაფასა რეგისტრირებული პროექტები და გამოავლინა სამი გამარჯვებული. ბაკალავრიატი თინათინი–მარიამ კომახიძე – ეპილეფსიის მქონე ადამიანებში იონური არხების დისფუნქციით …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს I ტიპის აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აცხადებს კონკურსს I ტიპის აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით კონკურსი ცხადდება შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ აფილირებული აკადემიური პერსონალის I-ტიპის შერჩევის მიზნით, 15 ვაკანტურ ადგილზე, 2 წლის ვადით, შემდეგი პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებებით: ციფრული ეკონომიკა ციფრული …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას აფილირებული აკადემიური პერსონალის აყვანის მიზნით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას აფილირებული აკადემიური პერსონალის აყვანის მიზნით დაიწყო განაცხადების მიღება შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ II ტიპის აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით, ბტუ-ში აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, შემდეგი პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებებით: ციფრული ეკონომიკა ციფრული …