მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს.
პირველად საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
2024 წელს, BTU COST მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას – წლიურ კონფერენციას თბილისში უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში მასპინძლობის უფლება, COST-ის სრულუფლებიანი წევრობის ზუსტად 1 წლის თავზე მოიპოვა.
COST – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია 1971 წელს დაარსდა და მას შემდეგ არის კვლევისა და ინოვაციების წამყვანი პლატფორმა ევროპაში.
COST-ის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა. „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, 180 წამყვან მეცნიერს, მკვლევარს, პრაქტიკოსს აერთიანებს. მისი მენეჯმენტის კომიტეტის წევრია BTU-ს განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.
როგორც COST-ის სრულუფლებიან წევრს, საქართველოს მეცნიერებს აქვთ წვდომა ორგანიზაციის მკვლევართა მსხვილ ქსელზე, რესურსებზე და დაფინანსების არაერთ შესაძლებლობაზე.
ასოციაციის სრულუფლებიანი წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ევროინტეგრაზიის გზაზე, ხოლო აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი.