BTU-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტმა, რომელმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, შესაბამის ვადებში უნდა წარმოადგინოს დოკუმენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
საბაკალავრო საფეხური
ბტუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებსაც ბტუ–ს პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეს არაუმეტეს 198 კრედიტისა.
*შენიშვნა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის მობილობის წესში ცვლილების შესახებ ბრძანების №07/ნ საფუძველზე, ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი). მაგალითად თუ სტუდენტს სურს საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ფინანსების პროგრამაზე მობილობის განხორციელება, ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მათემატიკის საგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. თუ სტუდენტს არ აქვს აღნიშნული საგანი ჩაბარებული, აქვს შესაძლებელობა შესაბამის ვადებში დარეგისტრირდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ამ საგნის ჩაბარების მიზნით, ბმულზე . იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა (მაგალითად მენეჯმენტის პროგრამა) ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად. მობილობის მსურველ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევა მიღებული შედეგი გამოიყენოს მობილობის მიზნებისათვის.
სამაგისტრო საფეხური
ბტუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებსაც ბტუს პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეს არაუმეტეს 70 კრედიტისა.
თანხმობის შემთხვევაში, მობილობის წესით ჩასარიცხულ პირებთან სასწავლო ხელშეკრულბების გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
- 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
- ბაკალავრიატი – სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/მაგისტრატურა – არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები);
- უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) – ამონაწერი უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანებიდან; ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ; ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (სტატუსის შეწყვეტის ბრძანების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება); ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით;
- მხოლოდ მაგისტრანტებისთვის: საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე B ტიპის ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი)
- მხოლოდ მაგისტრანტებისთვის: ინგლისური ენის B1.2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბტუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბტუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით
შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში მხოლოდ მაგისტრანტებისთვის.
გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან (მხოლოდ მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არ გადმოდიან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სამაგისტრო პროგრამიდან)
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015
ვებგვერდი: www.btu.edu.ge
ელ. ფოსტა: [email protected]
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ.