
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პიკნიკი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 10 და 14 ივნისს, თელავსა და ბათუმში, ჩაატარებს მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციის ღონისძიებას – მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პიკნიკს.
ინიციატივის მიზანია სამეცნიერო კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების დაინტერესება და ინტერაქციული სესიების გზით ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაზრდა.
ღონისძიებების განრიგი და ლოკაცია
10 ივნისი, 12:00, ქ. თელავი – ტექნოპარკი თელავი
14 ივნისი, 11:00, ქ. ბათუმი – ტექნოპარკი ბათუმი
ღონისძიებების ფარგლებში დამსწრეები გაეცნობიან:
ღია ლექციებს და მოკლე მიმოხილვას მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ
ვირტუალური რეალობის (VR), ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის ტექნოლოგიები და სახალისო ექსპერიმენტების დემონსტრირებას
კვლევის კომერციალიზაციის და ტექნოლოგიების ტრანსფერის შედეგებს
სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციების წარმატებული ნიმუშებს
ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტების შესახებ ინფორმაციას
ღონისძიებების მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2024 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში (SPG-24-669).
დამსწრეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით 8 ივნისის 14:00 საათამდე.