მარიამ იატბელიძე
მარიამ იატბელიძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. მისი პროფესიული საქმიანობა ფოკუსირებულია ფსიქოლოგიურ შეფასებაზე, დიაგნოსტიკასა და ნეიროდივერსიული ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერაზე. მას აქვს პრაქტიკული და კვლევითი გამოცდილება ფსიქოლოგიური შეფასებისა და ინტერვენციის მიმართულებით. ატარებს შეფასებებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის, ინტელექტუალური და ნეიროფსიქოლოგიური ტესტირებების მეშვეობით, როგორიცაა WISC-5, ET-6-6-R და სხვა სტანდარტიზებული ინსტრუმენტები. გარდა დიაგნოსტიკისა, ის აქტიურად ატარებს საგანმანათლებლო ტრენინგებსა და სემინარებს მშობლებისა და მოზარდებისთვის.
მარიამ იატბელიძის კვლევითი ინტერესები ფოკუსირებულია აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდებსა და ზრდასრულებზე, პიროვნებისა და განვითარების თავისებურებზე. ამ მიმართულებით ის მონაწილეობს კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო კონფერენციებში, როგორიც არის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „კვლევისა და პრაქტიკის დაკავშირება სოციალურ მეცნიერებებში“, რომელიც შეეხებოდა ფსიქოლოგიური კვლევების შედეგების კლინიკურ და საგანმანათლებლო პრაქტიკაში ეფექტურად ასახვის თემას.