მამუკა ბახტაძემ და მიხეილ ბატიაშვილმა ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის შესახებ პრეზენტაცია გამართეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა “ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.
საქართველომ მუშაობა დაიწყო უმნიშვნელოვანეს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზებას. პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.
აბრეშუმის გზის ერთიანი ციფრული ბაზრის არსებობა, უზრუნველყოფს ციფრული საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობებს და საფუძველს დაუდებს ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების შექმნას. ასევე, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.
პროექტის განხორციელებისთვის უახლოეს პერიოდში, შეიქმნება საერთაშორისო ტექნოლოგიური კონსორციუმი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მონაწილეობით და დაიწყება ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა, რომელიც რეგიონული მასშტაბით, პროექტში მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე და მაღალკონკურენტულ, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის, აუცილებელია ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდა და აღნიშნული მიმართულებით ადამიანური კაპიტალისა და ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი სწორედ ხელს შეუწყობს ამ ინოვაციური იდეის განხორციელებით დაინტერესდნენ კომპიუტერული მეცნიერებებისა და IT ტექნოლოგიების, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალი კადრები, სტუდენტები, სტარტაპები.
ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი გულისხმობს ტექნოლოგიური პლატფორმების დანერგვას, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს შორის ტექნოლოგიური შესაძლებლობის გამოყენებას, ტექნოლოგიურ განვითარებას, ვაჭრობის სფეროში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, სხვადასხვა ტექნოლოგიების ერთმანეთთან გაცვლას, ტვირთების მოძრაობის ტექნოლოგიური მონაცემების გამოყენებას