მაია ნონიაშვილი
მაია ნონიაშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი. მას აქვს თხუთმეტ წელზე მეტი პრაქტიკული და აკადემიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს განათლებაში. ამჟამად გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კანცლერი, ასევე ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მას განხორციელებული აქვს კვლევითი, სასწავლო და ინსიტიუციური საქმიანობა ევროპის უნივერსიტეტებში (KTH სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ბრაგანსის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტოს პოლიტექნიკური, ვესტფალიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, გენტის უნივერსიტეტი, ლუბლიანის ბიზნესის სკოლა).
მაია ნონიაშვილმა სადოქტორო ხარისხი დაიცვა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2020 წელს, თემა – „განათლების ტექნოლოგიური პლატფორმა, როგორც სწავლების ინოვაციური მოდელი უნივერსიტეტებისთვის: გამოწვევები და პერსპექტივები“. ინტერდისციპლინური თემატიკა აერთიანებდა განათლებისა და ბიზნესის მენეჯმენტის სფეროებს. სადოქტორო საფეხურის დასრულების შემდგომ მან გააგრძელა კვლევები განათლების ტექნოლოგიებისა და განათლების დიგიტალიზაციის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ ადგილობრივ თუ საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში, სადაც წარდგენილი აქვს ნამუშევრები განათლების მენეჯმენტში ინოვაციური ტექნოლოგიების (ბლოკჩეინი, AI, LMS და TMS პლატფორმები) ინტეგრაციის შესახებ. არის ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე დუბაიში.
დოქტორის ხარისხის დაცვის შემდგომ ის გახდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – „ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ ხელმძღვანელი.
მ. ნონიაშვილის მიერ განხორციელებულია მოკლევადიანი ვიზიტები ერთობლივი პროექტების, კვლევების, ინიციატივების ინიცირების მიზნით;
- ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (ბრაგანსის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია),ლუბლიანის ბიზნესის სკოლა (სლოვენია), ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლიეტუვა), კასტილია ლა მანჩის უნივერსიტეტში (ესპანეთი), კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ლიეტუვა))
- ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების „საქართველოსა და უკრაინის უსდების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით“ (HEIn4) პროექტის ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში – სტოკჰოლმის ტექნოლოგიური სამეფო ინსტიტუტი (KTH), ბრაგანსის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში.