მაგისტრანტების საყურადღებოდ
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცედურები, ვადები და სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები
პირველი ეტაპი – ხელშეკრულების გაფორმება
ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი განხორციელდება 10 სექტემბერს 17:00 საათიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად ბმულზე
მეორე ეტაპი – თანხის გადახდა
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, სწავლის დაწყებამდე არაუგვიანეს სამი დღით ადრე. სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადაა 25 სექტემბრის 18:00 საათი.
სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის გადახდის შემდეგ სტუდენტები 26 სექტემბერს BTU CLASSROOM-ში დაინახავენ ცხრილს.
BTU CLASSROOM-ში შესასვლელი მომხმარებლის სახელს და პაროლს მაგისტრანტი ნახავს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმაგრებულ PDF დოკუმენტში.
მესამე ეტაპი – სასწავლო პროცესის დაწყება
სასწავლო პროცესი დაიწყება 28 სექტემბერს.
სასწავლო პროცესი განხორციელდება სრულად დისტანციურად. ელექტრონული სწავლების პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად 25 სექტემბერს, 19:00 საათზე. დეტალურ ინფორმაციას მაგისტრანტი ნახავს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმაგრებულ PDF დოკუმენტში.
სტუდენტებს ვთხოვთ, უმოკლეს ვადაში გვაცნობონ ინდივიდუალური საჭიროებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა დროულად დავგეგმოთ და ავამოქმედოთ შესაბამისი მექანიზმები.
დამატებითი ინფორმაცია
საფასურის გადახდა
სტუდენტები, რომლებიც 25 სექტემბრის ვადაში არ გადახდიან სწავლის საფასურს, ვერ შეძლებენ BTU CLASSROOM-ში შესვლას, სასწავლო ცხრილის ნახვას 26 სექტემბერს და სასწავლო პროცესში ჩართვას 28 სექტემბრიდან.
სტუდენტებს, რომლებიც 12 ოქტომბრამდე არ გადაიხდიან სწავლის საფასურს შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი, რომელიც რეგულაციების მიხედვით, იგივე სემესტრში აღდგენას არ ექვემდებარება.
სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგი ბანკების ონლაინ მომსახურებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით: თიბისი ბანკი, ბაზის ბანკი, პაშა ბანკი, ფინკა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.
გადახდა ხორციელდება შემდეგი პროცედურით: კომუნალური გადახდები > განათლება > ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივრესიტეტი > სტუდენტის პირადი ნომერი > თანხის დაფიქსირება > გადახდა.
აღნიშნული მეთოდით, თანხა სტუდენტის საუნივერსიტეტო ბალანსზე აისახება მომენტალურად. მნიშვნელოვანია, გადახდის მომენტში ყურადღება მიაქციოთ ბანკის საკომისიოს, რომელსაც ყველა ბანკი თავად აწესებს. იმ შემთხვევაში თუ გადახდას განახორციელებთ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და აუცილებლად მიუთითოთ სტუდენტის პირადი ნომერი
მიმღების დასახელება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივევერისტეტი
ანგარიშის ნომერი, ვალუტა GE17PC0133600100066077 GEL
ბანკის დასახელება: პროკრედიტ ბანკი, საქართველო
ბანკის კოდი MIBGGE22
გაითვალისწინეთ, რომ საბანკო ანგარიშზე სწავლის საფასურის გადარიცხვის შემთხვევაში, თანხა სისტემაში აისახება რამდენიმე დღის შემდეგ.
საფასურის გაყოფა
სწავლის საფასურის გაყოფა შესაძლებელია განცხადების საფუძველზე, მიზეზის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენით. განცხადება მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადმოგზავნოს BTU CLASSROOM-ის სისტემიდან (ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ). ამავე სისტემაში იხილავს მაგისტანტობის კანდიდატი მის განცხადებაზე პასუხს 5 სამუშაო დღეში (გაითვალისწინეთ, რომ თანხის გაყოფაზე განცხადების მიღება ხდება 20 სექტემბრის ჩათვლით).
საფასურის განაწილების საფუძველი შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემული შემთხვევები ან სხვა სახის მიზეზი, რომელიც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტით და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიჩნევს რელევანტურად.
N | მიზეზი | დამადასტურებელი დოკუმენტის სახე |
1 | დაბალი შემოსავალი | მშობლის ან სტუდენტის სახელფასო ცნობა |
2 | შემოსავლის არ ქონა | ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან |
3 | მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა | დედ-მამიშვილების დაბადების მოწმობები |
4 | სოციალურად დაუცველის სტატუსი | დამადასტურებელი საბუთი |
5 | დევნილის სტატუსი | დამადასტურებელი საბუთი |
6 | ჯანმრთელობის პრობლემები | ფორმა 100 |
7 | მარჩენალის დაკარგვა | გარდაცვალების ცნობა |
8 | საბანკო ვალდებულებები | ამონაწერი ბანკიდან |
9 | ორი ან მეტი სტუდენტი ოჯახში | სტუდენტობის დამდასტურებელი ცნობა |
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015
ვებგვერდი: www.btu.edu.ge
ელ.ფოსტა: [email protected]
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ.