
ლიეტუვის სამთავრობო სტიპენდიები – დასრულებულია
ლიეტუვის სამთავრობო სტიპენდიები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის!
ლიეტუვის მთავრობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეოთხე და მაგისტრატურის საფეხურის მეორე სემესტრის სტუდენტებს 1 ან 2 სემესტრიანი მობილობების დაფინანსებას სთავაზობს ლიეტუვის უნივერსიტეტებში.
დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთების წინაპირობაა მოწვევის წერილი ლიეტუვის ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. უნივერსიტეტების ჩამონათვალის მოძიება სასწავლო მიმართულებების მიხედვით შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.
დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა: 2019 წლის 7 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიებისა და რეგისტრაციის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]