ლატვიის მთავრობის სტიპენდიები საზაფხულო სკოლებში – დასრულებულია
ლატვიის მთავრობის სტიპენდიები საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დასაფინანსებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის!
ლატვიის მთავრობა სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოსთან ერთად საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მსურველ საერთაშორისო სტუდენტებს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას სთავაზობს მოიპოვონ დაფინანსება და გაემგზავრონ ლატვიაში 2019 წლის ზაფხულში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 1 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია საზაფხულო სკოლებისა და დაფინანსების მოპოვების პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]