ლაშა ზივზივაძე
ლაშა ზივზივაძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წლებია, ლაშა ზივზივაძე აქტიურად არის ჩართული პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობაში.
ლაშა ზივზივაძე ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 10-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 10-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო სემინარის მონაწილე, 10-მდე პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე და მკვლევარი, მათ შორის ერაზმუს+-ის მიმართულებით. ის იყო მკვლევარი Erasmus Mundus-ის სადოქტორო გრანტის ფარგლებში და 2015-2016 წლებში სამეცნიერო კვლევებს ატარებდა ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში.