სტუდენტური კონკურსები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების კვლევითი აქტივობის წახალისებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის, ასევე კვლევის შედეგების პრეზენტაციისა და წერითი უნარების განვითარების მიზნით, 2024 წელს, კვლევების ცენტრის ინიციატივით ორი სტუდენტური კონკურსი ჩატარდა:
- სტუდენტური სასწავლო-კვლევითი პროექტების კონკურსი;
- წამახალისებელი ჯილდო: ინფოგრაფიკებისა და ესეების კონკურსი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თემაზე.
სტუდენტური სასწავლო-კვლევითი პროექტების კონკურსი
კონკურსის მიზანია BTU-ს სტუდენტების კვლევითი აქტივობის წახალისება და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლო BTU-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
გამარჯვებული პროექტები დაფინანსდა შემდეგი სქემის მიხედვით:
გამარჯვებული სტუდენტის სწავლების საფეხური | დაფინანსება |
ბაკალავრიატი | 1000 ლარი |
მაგისტრატურა | 1500 ლარი |
დოქტორანტურა | 2000 ლარი |
კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები კომისიის მიერ კონკურსის პირობებით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა.
2024 წლის კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული.
თინათინი მარიამ კომახიძე (ბაკალავრიატი)
ეპილეფსიის მქონე ადამიანებში იონური არხების დისფუნქციით გამოწვეული, ჰემატოენცეფალური ბარიერის ფუნქციის მოშლით განპირობებული, ნეიროტოქსიკურობის წინასწარმეტყველება AI-ის საშუალებით.
ლიკა კიბორძალიძე (ბაკალავრიატი)
ტექნოლოგიების გავლენა მცირე და დიდ ბიზნესებს შორის კონკურენციის მარეგულირებელი ნორმების აღსრულებაში.
ნინო უგრეხელიძე (დოქტორანტურა)
ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობების კვლევა საქართველოს სასკოლო განათლებაში.
წამახალისებელი ჯილდო: ინფოგრაფიკებისა და ესეების კონკურსი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თემაზე
კონკურსის მიზანია BTU-ს სტუდენტების კვლევითი აქტივობის წახალისება, კვლევების შედეგების პრეზენტაციისა და წერითი უნარების განვითარება, ინოვაციური და კრეატიული იდეების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლო BTU-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს.
BTU-მ დააწესა ჯილდოს შემდეგ ნომინაციში:
- კვლევის შედეგების ამსახველი საუკეთესო ვიზუალური მასალის (ინფოგრაფიკის) ავტორი;
- მეცნიერებისა და ინოვაციის თემაზე საუკეთესო ესეს ავტორი.
თოთოეულ ნომინაციაში გამარჯვებულისთვის ჯილდოს მოცულობა 300 ლარს შეადგენდა.
ჯილდოზე წარმოდგენილი განაცხადები შეფასდა საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირობებით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად და გამოვლინდა ორი გამარჯვებული და სამი სპეციალური პრიზის მფლობელი:
კატეგორიაში „საუკეთესო ინფოგრაფიკის ავტორი“ გამარჯვებულია:
საინფომაციო ტექნოლოგიების პირველი კურსის სტუდენტი ნუცა ნოდია, ინფოგრაფიკით თემაზე: „მეილები და გარემოს დაბინძურება: უხილავი პრობლემა“
კატეგორიაში „საუკეთესო ესეს ავტორი“ გამარჯვებულია:
ციფრული მარკეტინგის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ რაზმაძე, ნაშრომით თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის შემოქმედების საზღვრები ლიტერატურულ სამყაროში“.
ბტუ–ს რექტორის გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ კონკურსში მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები:
საინფორმაციო ტექნოლოგიების მესამე კურსის სტუდენტი ბარბარე გოგაძე, ნაშრომით თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი – ტექნოლოგიური გარემოს „რევოლუციონერი“;
ციფრული მარკეტინგის მეორე კურსის სტუდენტი ლევან აროშიძე, ნაშრომით თემაზე: „სამეცნიერო ფანტასტიკიდან რეალობამდე – ბრაიან ჯონსონი სამუდამო სიცოცხლისკენ“;
ინფოგრაფიკების კატეგორიაში:
ციფრული მარკეტინგის მესამე კურსის სტუდენტი ანი ქადაგიძე, ინფოგრაფიკით თემაზე: „თეატრის მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა“