სამეცნიერო პრემია ბიზნესისა და ტექნოლოგიების დარგში
მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში მოღვაწეობის წახალისების, სამეცნიერო კარიერის განვითარებისათვის პერსონალის მოტივაციის ამაღლების და ბტუ-ს პრიორიტეტული დარგების განვითარების პოპულარიზაციის მიზნით, 2021 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის ინიციატივით დაარსდა სამეცნიერო პრემიის კონკურსი.
BTU-ს სამეცნიერო პრემია გაიცემა ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში აკადემიური წლის განმავლობაში მეცნიერის მიერ განხორციელებული საქმიანობის, გამოქვეყნებული ნაშრომებისა და სხვადასხვა აქტივობების შეფასების შედეგად. კონკურსზე რეგისტრირებულ განაცხადებს აფასებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუციებს. შეფასების კრიტერიუმები ითვალისწინებს, როგორც მკვლევარის სამეცნიერო პროდუქტიულობას ასევე, დარგის პოპულარიზაციაში შეტანილ წვლილს.
კონკურსში გამარჯვებული მეცნიერი ხდება BTU-ს სამეცნიერო პრემიის ლაურეატის წოდების მფლობელი და იღებს შესაბამის დიპლომსა და ფულად ჯილდოს.
კონკურსში მანაწილეობის მიღება შეუძლია: ბტუ-ს აფილირებულ პერსონალს, ბტუ-ს არააფილირებულ და/ან მოწვეულ პერსონალს, რომელიც არ არის აფილირებული საქართველოს არცერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
დაწესებული ფულადი ჯილდო სამეცნიერო პრემიის კონკურსისათვის გახლავთ 5000 ლარი.
2021 წელს სამეცნიერო პრემიის კონკურსი გამოცხადდა ორ სხვადასხვა კატეგორიაში:
- ბიზნესის სამეცნიერო კვლევების; და
- ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევების სფეროში.
შესაბამისად, გამოვლინდა 2 გამარჯვებული. სამეცნიერო პრემიის ლაურეატები 2021 წ. გახდნენ:
BTU-ს აფილირებული პროფესორი ვახტანგ ჭარაია – საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის აფილირებული წევრი, ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (B&H) სარედაქციო საბჭოს და „მსოფლიო ეკონომიკური ასოციაციის“ წევრი, ასევე, „Cambridge Scholars Publishing“-ის (დიდი ბრიტანეთი) მრჩეველთა საბჭოს და ჟურნალ „ცენტრალური აზია და კავკასია“ სარედაქციო საბჭოს წევრი;
BTU-ს აფილირებული პროფესორი დავით გონდაური – საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციებისა და მონოგრაფიების ავტორი, „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური მრჩეველი, Elsevier-ის რეცენზენტი, საერთაშორისო ორგანიზაციის Research Institute of international Trade and Investment – RIITI საერთაშორისო ექსპერტი და ”EUMMAS”-ის ევრაზიის ლოგისტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი.
2024 წელს კი სამეცნიერო პრემია გამოცხადდა მხოლოდ ერთ კატეგორიაში – ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციების დარგში. შესაბამისად, კონკურსის გამარჯვებული და სამეცნიერო პრემიის ლაურიატი გახდა:
BTU-ს აფილირებული პროფესორი ხათუნა ბურკაძე – მსოფლიო ბანკის ჯგუფის კონსულტანტი ინკლუზიური განათლების საკითხებზე, საერთაშორისო ჟურნალის – „სამართალი და მსოფლიო“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის „ჯილდო მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ გამარჯვებული.