NCURA-ს სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა
2022 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) აქტიურად არის ჩართული საქართველოში აშშ საელჩოსა და „ამერიკის საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის“ მიერ დაფინანსებულ და აშშ კვლევების ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს მიერ (NCURA) მხარდაჭერილ პროგრამაში „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება“.
პროგრამის ფარგლებში BTU-ს წარმომადგენებმა მონაწილეობა მიიღეს ორ სასწავლო ვიზიტში აშშ-ში, რომლებიც განხორციელდა შესაბამისად 2022 და 2024 წწ.
2022 წლის ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის მხარდაჭერას და პრაქტიკული კვლევის შედეგების ინდუსტრიულ სექტორთან დაკავშირებას ინოვაციებისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის მიზნით.
2024 წლის ვიზიტი კი ეხებოდა კვლევის ადმინისტრირებას საუნივერსიტეტო სივრცეში და მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების ინსტიტუციებში კვლევის ადმინისტრირების ერთეულების სრულყოფას და განვითარებას.
სასწავლო ვიზიტების ფარგლებში BTU-ს წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგები აშშ-ს ისეთ ინსტიტუციებში, როგორიცაა: ჰარვარდის, იელის, პენსილვანიის სახელმწიფო, ჯორჯ მეისონი, ჯორჯ ვაშინგტონის, ამერიკული, ნიუ ორკის უნივერსიტეტები, ჯონ ჰოპკინსის ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, აშშ ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ტექნოლოგიური ტრანსფერის მენეჯერების საუნივერსიტეტო ასოციაცია, ამერიკულ-ქართული ბიზნეს საბჭო, ვირჯინიის ინოვაციების პარტნიორთა ასოციაცია, ინოვაციისა და მეწარმეობის ინსტიტუტი, კემბრიჯის ინოვაციის ცენტრი, ლონგ აილენდის უნივერსიტეტი, სტივენსის და ნიუ იორკის ტექნოლოგიური ინსტიტუტები, მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრი, ოლდ დომიონის უნივერსიტეტი, ვარტონის ბიზნესის სკოლა და სხვ.
სასწავლო ვიზიტების შედეგად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ეგიდით და NCURA-ს ხელშეწყობით მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობის ინიცირება:
- ტექნოლოგიური ტრანსფერის (Tech Transfer) კურსის შემუშავება
ტექნოლოგიური ტრანსფერის კურსის სასწავლო გეგმის შემუშავება საქართველოს ინსტიტუციებისათვის NCURA-ს მიერ მოხდა BTU-სთან თანამშრომლობით. NCURA-ს აღმასრულებელი დირექტორი – კლერ ჩენი უწევს კორდინაციას მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი (AUB), ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში, ლონდონის კინგს კოლეჯი, პენსილვანიის უნივერსიტეტი) ტექნოლოგიური ტრანსფერის სიღრმისეული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კურსის მონაწილეებისთვის. ონლაინ დისკუსიები მოიცავს სხვადასხვა თემებს: გამოგონების გამჟღავნების პროცესს, ახალი ტექნოლოგიების შეფასებას და დაცვას, კვლევის მენეჯერების და ადმინისტრატორების როლის მიმოხილვას Tech Transfer ციკლში, Tech Transfer ოფისების როლის განხილვას აკადემიურ-კორპორატიული ალიანსების განვითარებაში. კურსის ფარგლებში უკვე მოეწყო რამდენიმე შეხვედრა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სააგენტოს „საქპატენტის“ წარმომადგენლებთან. მათ BTU-ს გაუზიარეს საპატენტო პოლიტიკის დოკუმენტი და ინფორმაცია საპატენტო განაცხადების შესახებ.
BTU-ის ინიცირებით ასევე შედგა სამუშაო შეხვედრა პატენტის მფლობელ მეცნიერებთან და გაიმართა დისკუსია კვლევის კომერციალიზაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების თემატიკის ირგვლივ.
2. NCURA სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ქსელის შექმნა
NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ქსელი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით დაარსდა 2023 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს:
- რეგიონულ თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებას და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას ეფექტური და მდგრადი გლობალური პარტნიორობის გზით;
- რესურსების, ინფორმაციის და საუკეთესო პრაქტიკების გავრცელებას კვლევის ადმინისტრირების ციკლის შესახებ;
- მაღალკვალიფიციური ექსპერტების, პრაქტიკოსი და თანამოაზრე პროფესიონალების გაერთიანებას და კოლაბორაციული და სადისკუსიო პლატფორმის შექმნას;
- მულტიდისციპლინურ მიდგომებს განათლებასა და კვლევაში, რაც დაეხმარება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს ფუნდამენტური კვლევიდან სამომხმარებლო ბაზრამდე;
- ცოდნის გაზიარების მიზნით ონლაინ კურსების, აქტივობების, ვებინარების, ვორქშოპების ორგანიზებას.
NCURA სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივა აწყობს რეგულარულ საგანმანათლებლო და საინფორმაციო სესიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რათა მხარი დაუჭიროს ადგილობრივ დოქტორანტებს, პროფესორებს და კვლევის ადმინისტრატორთა საზოგადოებას ქსელების აშენქსელის განვითარებასა და ცოდნის გაზიარებაში. დაგეგმილი აქტივობები ჰიბრიდულ ფორმატშია, რაც უზრუნველყოფს ჩართულობის უფრო ფართო შესაძლებლობებს მათთვის, ვინც ვერ შეძლებს ადგილზე დასწრებას
2023 და 2024 წლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, რომლებიც შექმნილია NCURA-ს ხელმძღვანელობით, მოიცავს:
- კვალიფიკაციის ამაღლების სემინარებს დოქტორანტებისთვის, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისათვის და კვლევის ადმინისტრატორებისთვის
- სემინარებს ტექნოლოგიების გადაცემის მოდელების შესახებ
- პანელურ დისკუსიებს კვლევის მართვის ციკლის შესახებ სამხრეთ კავკასიაში
- სემინარებს აშშ-ს დაფინანსების შესაძლებლობებზე
- სესიებს სტუდენტების ჩართულობით.
2023 წელს დაგეგმილი და განხორციელებული ყველა აქტივობას ხელმძღვანელობს NCURA და მასპინძლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
NCURA სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივას მხარდაჭერილია უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მიერ (UCBP), რომლის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის ხელშეწყობა, პრაქტიკული კვლევის შედეგების დაკავშირება მრეწველობასთან და ინოვაციების და ეკონომიკური ზრდის გაზრდა უნივერსიტეტი-ბიზნესი-მთავრობა სამკუთხედის გასაძლიერებლად. UCBP-ს აფინანსებს აშშ-ის საელჩო თბილისში და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ქსელში ამჯამად გაერთიანებულია16 პარტნიორი ინსტიტუცია:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველო;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, საქართველო;
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო;
- ოდესის მეჩნიკოვის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა;
- დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, უკრაინა;
- მიკოლა გოგოლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა;
- ტავრიას სახელმწიფო აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სომხეთი;
- სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთი;
- ეკონომიკისა და სოციალური განვითარების ცენტრი, აზერბაიჯანი
3. BTU-ს თანამშრომლობა აშშ უნივერსიტეტებთან კვლევების მიმართულებით
BTU, როგორც ინსტიტუცია, ერთ სივრცეში აერთიანებს უმაღლეს განათლებას, რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბს, ბიზნეს აქსელერატორს, ხელოვნური ინტელექტის, ბლოკჩეინ, კიბერუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიების, Android & iOS და ინდუსტრია 4.0 ლაბორატორიებს, გადამზადების, მეწარმეობის და კვლევით ცენტრებს.
უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მიერ (UCBP) ფარგლებში 2024 წელს აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის შედეგად ბტუ-ს პრიორიტეტული დარგებიდან გამომდინარე გამოიკვეთა კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობები, აშშ შემდეგ უნივერსიტეტებთან შესაბამის სამეცნიერო მიმართულებებში:
- მწვანე/მდგრადი ენერგია და მწვანე ეკონომიკა (ასევე, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოსაზღვრე კვლევები) – სავარაუდო პარტნიორი ინსტიტუციები:
- Northeastern University www.northeastern.edu
- Stevens Institute of Technology https://www.stevens.edu/
- Pennsylvania State University www.pennstate.edu
- George Washington University www.gwu.edu
- George Mason University https://www.gmu.edu/
- აგრარული ტექნოლოგიები (ასევე, მოსაზღვრე კვლევებით) – სავარაუდო პარტნიორი ინსტიტუციები:
- Pennsylvania State University www.pennstate.edu
- Stevens Institute of Technology https://www.stevens.edu/
- George Washington University www.gwu.edu
- მეწარმეობა – სავარაუდო პარტნიორი ინსტიტუციები:
- George Washington University www.gwu.edu
- George Mason University https://www.gmu.edu/
- Stevens Institute of Technology https://www.stevens.edu/
ამჟამად, ბტუ-ს კვლევითი პროფილის აღმწერი ფლაერები დაგზავნილია აღნიშნულ ინსტიტუციებთან მკვლევარების ორმხრივი საერთო ინტერესების განსაზღვრის მიზნით და მიმდინარეობს კომუნიკაცია ინსტიტუციების კვლევის ადმინისტრატორებს შორის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის.
4. BTU-ს თანამშრომლობა აშშ ინსტიტუციებთან ქალთა გაძლიერების პროგრამების ფარგლებში
უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მიერ (UCBP) ფარგლებში 2024 წელს აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის შედეგად ბტუ-ს ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების პროგრამების პარტნიორად მოიაზრება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ქალთა გლობალური ინსტიტუტი (George Washington University Global Women Institute)
ამ კუთხით BTU-ს აქტივობების აღმწერი ინფო ფალერის სახით გაგზავნილია GWU-ში და მიმდინარეობს მუშაობა შესაძლო პარტნიორობის მიმართულებით.
5. BTU-ს თანამშრომლობა აშშ უნივერსიტეტებთან კვლევების მენეჯმენტის მიმართულებით
სამეცნიერო დიპლომატიის სამიტი – უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მიერ (UCBP) ფარგლებში 2024 წელს აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის შედეგად დაიგეგმა სამეცნიერო დიპლომატიის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება BTU-ს ეგიდით 2025 წლის შემოდგომაზე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის ცენტრთან (John Hopkins University Bloomberg Center) ერთობლივად.
აღსანიშნავია, რომ ბლუმბერგის ცენტრი გახლავთ სამეცნიერო დიპლომატიის ჰაბი აშშ-ში და ის ყოველწლიურად ატარებს სამეცნიერო დიპლომატიის სამიტს Science Diplomacy Summit, რომელიც მკვლევარების, ექსპერტების, დიპლომატიური და კორპორატიული სექტორის წარმომადგენლების შეკრების ღონისძიებაა გლობალური პრობლემების სამეცნიერო გზებით განხილვის და პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით.
ღონისძიების თემატიკის განსაზღვრა ხდება წინასწარ შეთანხმებით. 2025 წლის სამიტი დაგეგმილია შემოდგომაზე, ხოლო ბტუ-ს ორგანიზებით მოხდება სამიტის სატელიტური ღონისძიების ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის პოპულარიზაციას და ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
კვლევაზე დაფუძნებული Lean სტარტაპები – 2025 წლის განმავლობაში NCURA-ს, აშშ საელჩოსა და „ამერიკის საბჭოების საერთაშორისო განათლებისათვის“ მხარდაჭერით დაგეგმილია ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი BTU-ში.
BTU სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებსა და შესაძლებლობებს სტარტაპების ფორმირებისათვის, თუმცა, ისევე როგორც საქართველოს სხვა წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კვლევებისა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კავშირის განვითარებაში კვლავ მნიშვნელოვანი ხარვეზია. შესამჩნევია კვლევებზე დაფუძნებული სტარტაპების ნაკლებობა, მკვლევარების მიერ ჭირს თავიანთი კვლევის კომერციალიზაციის პერსპექტივების შეფასება და ბიზნეს სექტორისათვის კვლევის შედეგების მომგებიანად წარდგენა.
აშშ ექსპერტების საპასუხო ვიზიტის სამუშაო თემატიკა კვლევაზე დაფუძნებული სტარტაპების ფორმირების და მათი მდგრადობის უზრუნველსაყოფი პროცესის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა/ამუშავება იქნება BTU-ს მიერ.
აშშ ექსპერტების და NCURA-ს ხელშეწყობით BTU გეგმავს მეწარმეობის და კვლევითი ცენტრებისათვის ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნების ფორმირებას, სამეწარმეო საქმიანობას განვიტარებას და მის მაქსიმალურ ინტეგრირებას უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით აქტივობებში.