კორპორაციული მდგრადობის კურსი BTU-ში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მდგრადობის ლაბთან თანამშრომლობით, უნივერსიტეტის ბაზაზე, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიის სასერტიფიკატო კურსი ტარდება.
აღნიშნულ კურსებს ასევე ესწრებიან BTU-ს დოქტორანტი სტუდენტებიც.
60 საათიანი კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დანერგვა ბიზნეს ოპერაციებში, ეთიკური ლიდერობა, ბიზნესის კეთილსინდისიერება და კორუფციასთან ბრძოლა, მდგრადობა გარემოსდაცვით და სოციალურ ჭრილში და სხვა.