![კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის - პროექტის მხარდამჭერი კომპანიების რიცხვი იზრდება! 1 347281665 261583696521682 5259042311306569313 n](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2023/06/347281665_261583696521682_5259042311306569313_n.jpg)
კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის – პროექტის მხარდამჭერი კომპანიების რიცხვი იზრდება!
წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ინიციატივის პარტნიორები არიან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით და USAID-ის მხარდაჭერით საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” პროექტი ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში დასრულდა პირველი ნაკადის, 500 ბენეფიციარი ქალის გადამზადება ტექ ინგლისურის მიმართულებით.
19 ივნისიდან, ბენეფიციარებისთვის ამოქმედდება 6 სხვადასხვა ტექ.კურსი.
პროექტის პარტნიორ რეგიონულ სკოლებსა და ინსტიტუციებში მოეწყო და მაღალტექნოლოგიური ტექნიკით სრულად აღიჭურვა ქალთა კოდინგის ლაბები.
⬇️ ლაბების ლოკაციები:
📍 სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა;
📍 სსიპ ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლა;
📍 სსიპ ქალაქ ზუგდიდის N3 საჯარო სკოლა;
📍 სსიპ ქალაქ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა;
📍 სსიპ ქალაქ ტყიბულის N7 საჯარო სკოლა;
📍 სსიპ ქალაქ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა;
📍 სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა;
📍 სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თელავის ტექნო პარკი;
თანამშრომლობით დაინტერესებული კომპანიები დაგვიკავშირდით: [email protected]
The USAID Industry-led Skills Development Program