კიბერ ჰაკათონი სკოლის მოსწავლეებისთვის და BTU-ს სტუდენტებისთვის.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეები ჯგუფურად იმუშავებენ კიბერუსაფრთხოების გარშემო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, შესაბამისი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნაზე. პლატფორმის საშუალებით, დაინტერესებული პირები გაეცნობიან ევროკავშირის გამოცდილებასა და მიდგომებს, რომელიც სხვადასხვა სტანდარტებით პასუხობს აღნიშნულ გამოწვევებს. ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროექტები, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, შეფასდება მათი ინოვაციურობისა და ინტერატიურობის ხარისხის შესაბამისად.
გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3xlq0ex
ჯგუფების შემადგენლობის დაკომპლექტება მოხდება შერეული წესით, ჰაკათონის მოდერატორი მენტორების დახმარებით.
კიბერ ჰაკათონი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” (PEU-C-E) ფარგლებში გაიმართება. პროექტის მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება და ცნობადობის ამაღლება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში და მოწყვლად ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის მიმართულებით.
ჰაკათონის თარიღი: 9 დეკემბერი (10:00 – 20:00)
ფორმატი: ფიზიკური (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი)
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #82