ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირება განხორციელდა
ლექტორის ასისტენტი ბოტი – ინოვაცია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს, სწავლების პროცესში ერთვება.
ბოტის შექმნა და მისი განათლებასთან ინტეგრირება წარმოადგენს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის პროექტის ნაწილს, რომელიც ეტაპობრივად განვითარდება კომპანია HP-სთან პარტნიორობითა და ტექნიკური მხარდაჭერით.
ბოტს დამოუკიდებლად შეუძლია სტუდენტის კონსულტირება, კურსის სწრაფი სწავლება, ქეის სთადი, დასმულ შეკითხვებზე 24/7 საათიან რეჟიმში პასუხი და კომუნიკაცია. ბოტის შემქმნელებმა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისწინეს და ბოტი სტუდენტის სასწავლო საჭიროებებს მოარგეს. თანამედროვე მიდგომა საგანმანათლებლო პროცესში გაამარტივებს სტუდენტის სწავლებას, მის კომუნიკაციას ლექტორებთან ინოვაციურს და მაღალტექნოლოგიურს გახდის. BTU BOT უკვე მზადაა ასწავლოს მარკეტინგის მენეჯმენტი და მენეჯმენტი, გაუწიოს კონსულტაცია ყველა დაინტერესებულ პირს. ბოტი ეტაპობრივად განვითარდება, შეისწავლის ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა ფუნქციონალურ საკითხს და სწავლის პროცესის უშუალო მონაწილე და დამხმარე გახდება.
ხელოვნური ინტელექტის პროექტზე მუშაობისას, BTU ბოტის მიერ დამუშავებული ინფორმაციის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, მოხდება მისი პროცესების ავტომატურ რეჟიმში სისტემატიზაცია და განვითარება, მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების ოპტიმიზაცია და სრულყოფა.