Junior Tech – ინიციატივა საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა უნარების განვითარებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები 100 ბენეფიციარი ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადდება. შერჩეულ სასწავლო მოდულებს შორისაა:
● ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი;
● კიბერჰიგიენა და ინტერნეტ უსაფრთხოება;
● ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები;
● გრაფიკული დიზაინი;
● სოც.მედია მარკეტინგი;
● ტექ.ინგლისური.
ინიციატივის ფარგლებში, სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვები.
პროექტის ხანგრძლივობა რვა თვეა და ის ჯამში თბილისსა და ბათუმში 100 ბენეფიციარის გადამზადებას გულისხმობს.
პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების ჩართულობას სრულად აფინანსებენ.