ჯაბა გველებიანი
გაიცანით ჯაბა გველებიანი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი.
KPMG Georgia-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
KPMG საერთაშორისო კომპანიაა, რომლის იურიდიული სერვისების მიმართულება მსოფლიოს 80 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ ქვეყანაში დაიწყო სრული იურიდიული პრაქტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს: სასამართლოში კლიენტების წარმომადგენლობის მომსახურებას, საიმიგრაციო სერვისების მიწოდებასა და მსხვილი შერწყმა-შესყიდვის ტრანზაქციების განხორციელების პროცესში კლიენტების დახმარებას.
შედეგად, საქართველოს ბაზარზე KPMG კლიენტებს მდგრად და მზარდ პორტფელს სთავაზობს, რაც ბიზნესის მდგრადი განვითარების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.
5 წელია მოწვეული ლექტორის სტატუსით, სტუდენტებს სხვადასხვა საფეხურზე ასწავლის საერთაშორისო ბიზნეს და საარბიტრაჟო სამართალს.
ჩართულია იურიდიული განათლებისა და პროფესიული სტანდარტების განვითარების სფეროში სამოქალაქო აქტივობაში და იკავებს მმართველი საბჭოს წევრის პოზიციას „საქართველოს არბიტრთა ასოციაციაში” (GGA) და დირექტორის პოზიციას „არბიტრაჟის ინიციატივა _ საქართველოში“ (AIG).