iOS/Android ლაბი
- Categories ლაბები
- Date სექტემბერი 3, 2021
ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტი Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა და მას მიენიჭა სახელი „Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი განათლებისთვის“ (AATCE).
სასწავლო ცენტრები, რომლებიც Apple-ს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, ვალდებული არიან უზრუნველყონ ლექტორებისა და სტუდენტებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება. პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები კი საგულდაგულოდ არის შერჩეული Apple-ის სტანდარტების შესაბამისად და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსები და ასევე, ინფრასტრუქტურა.
AATCE სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს Apple-ის სერტიფიცირებული ტრენერებისგან. კურიკულუმი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს დეველოპმენტის ნაწილსაც. შესაბამისად, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ამ მიმართულებით განავითარონ საკუთარი კარიერა და გახდნენ iOS აპლიკაციების ეკოსისტემის ნაწილი. 2008 წელს, App Store-ის გაშვების შემდეგ, iOS აპლიკაციები ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სფეროდ იქცა. ის ფინანსური განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს სხვადასხვა ზომის ანტრეპრენერებს.
BTU სტუდენტებს, ლექტორებს, სტარტაპებს და ბენეფიციარებს აძლევს საშუალებას გამოიყენოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული, სრულად აღჭურვილი iOS/Android Lab-ის სივრცე, რომელიც USAID Georgia Economic Security Program-ის მხარდაჭერით გაიხსნა.
აღნიშნულ ლაბში განხორციელდა 6 თვიანი უფასო გადამზადების კურსები iOS და Android-ის მიმართულებით, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულებით (iOS/Android) საერთაშორისო სერტიფიცირებას.
კურსების მიზანია შეასწავლოს მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიები და ხელი შეუწყოს მათ ციფრულ სამყაროსთან დაახლოებას Mobile App Development-ის მიმართულებით.
გადამზადების დასრულების შემდეგ, ბენეიფციარებმა პარტნიორი ტექ კომპანიების: TBC, Noxtton, მიერ მომზადებული ტექ დავალებები შეასრულეს.
ტექ დავალებების შემდეგ, ბენეფიციარებმა გაიარეს საერთაშორისო სერტიფიციარება.
ლაბის ფარგლებში iOS -ის მიმართულებით გადამზადებული ბენეფიციარების 10/10 საერთაშორისოდ სერტიფიცირებულია, App Development with Swift Associate -ის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ ბენეფიციარს აქვს Swift-ის, Xcode-ისა და აპლიკაციების განვითარების ინსტრუმენტების ცოდნა.
აღნიშნული ტექლაბი BTU-ში, სტუდენტებს, პროფესორებს, სტარტაპებს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში ეხმარება.
BTU IOS/ANDROID ლაბ-ის ბაზაზე ჩატარდა:
საბავშვო კოდინგის პროგრამა – პროგრამა ინტერაქტიური ფაზლებით და სათამაშო პერსონაჟებით, სახალისო ტექნიკებით შეასწავლის სკოლის მოსწავლეებს Swift პროგრამირების საფუძვლებს