ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლის (კოორდინატორის) ვაკანსია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლის (კოორდინატორის) პოზიციაზე
ძირითადი მოთხოვნები:
- საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
- კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
- პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა
- სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით.
- კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება – არანაკლები ორი წელი;
- დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი.
თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected]
მეილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომელი (კოორდინატორი)“.
CV-ის გადმოგზავნის ბოლო ვადა 2020 წლის 10 თებერვალი.