ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა 14 ივლისი 2021
ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა | |
1 |
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება | 25.08-30.08.2021 | საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად |
2 |
შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში | 01.09.2021 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
დაზუსტებული დრო განთავსდება ვებ-გვერდზე |
გამოცდის შედეგების გამოცხადება | 04.09.2021 | www.btu.edu.ge | |
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 1000-1800 სთ.
email: [email protected] |
||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება | 06.09.2021 | ||
2. შედეგების გამოცხადება | 07.09.2021 | www.btu.edu.ge | |
3 |
შიდა გამოცდა | 07.09.2021 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) |
შიდა გამოცდის შედეგების გამოცხადება | 10.09.2021 | www.btu.edu.ge | |
შიდა გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 1000-1800 სთ.
email: [email protected] |
||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება | 13.09.2021 | ||
2. საბოლოო შედეგების გამოცხადება | 14.09.2021 | www.btu.edu.ge | |
4 | სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება | 14.09-15.09.2021 | ელექტრონულად |
5 | სწავლის საფასურის გადახდა | 16.09.2021 | |
6 | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა | 17.09.2021 |
რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
- ფოტოსურათი 3×4;
- სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი)
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ (ხელშეკულრების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა);
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი/სხვ.
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“);
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები (იხ. „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შიდა გამოცდაზე ქცევის და შეფასების წესი“); ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგ.: უცხოეთში/საქართველოში ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი), უცხოეთის/საქართველოს უსდ-ს მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დიპლომის დანართი/ცნობა/სხვ., შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციის/წარმომადგენლობის/სხვ. მიერ გაცემული ვალიდური სერტიფიკატი/მოწმობა/სხვ., საერთაშორისო სერთიფიკატი (მაგ.,Cambridge English First (FCE), IELTS 5-6.5, TOEFL paper 513-547, TOEFL iBT – 72-94, PTE General Level 3 59-75, BEC Vantage, TOEIC Listenins and Reading – 785, TOEIC Speaking and Writing – 310, Trinity ISE II). ამ შემთხვევებში ინგლისური ენის გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატს ენიჭება მაქსიმალური ქულა. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე;
იხილეთ ინგლისური ენის ტესტის ნიმუშები:
- კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ სპეციალობის შიდა გამოცდის შედეგების მიხედვით.
იხილეთ სპეციალობის გამოცდის ნიმუში
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება;
- საერთო სამაგისტრო გამოცდისა და ბტუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბტუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში – პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა).
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
ვებგვერდი: www.btu.edu.ge
ელ.ფოსტა: [email protected]
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ.