წარმატებული სტარტაპის შექმნისთვის აუცილებელია პირველი ნაბიჯების სწორად დაგეგმვა. BTU-ს მეწარმეობის ცენტრის მიზანია პროფესიონალური კონსულტაციით დავეხმაროთ იდეის დონეზე მყოფ სტარტაპებს/ანტრეპრენერებს სწორი გეზის აღებაში.
კონსულტაცია მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა:
- დამკვეთის დახმარება და იდეის სწორად ჩამოყალიბება;
- დამკვეთის შესაძლებლობების შეფასება;
- ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა;
- ბიზნეს იდეიდან გამომდინარე სწორი საგრანტო პროგრამის შეთავაზება;
- ბიზნესის წამოწყების საფეხურების დაგეგმვა და საჭირო რესურსების განსაზღვრა;
- დამკვეთის ინფორმირება საჭირო მომსახურებების (საბუღალტრო, სამართლებრივი, დეველოპერული, მარკეტინგული და ა.შ.) მიღების შესახებ.
მეწარმეობის ცენტრის კონსულტანტები დაინტერესებულ პირებს ბიზნესის სწორად დაწყებაში დაეხმარებიან.
კონსულტაცია არის ერთჯერადი ხასიათის და შესაძლოა გაგრძელდეს 1-1.5 საათის განმავლობაში საჭიროებიდან გამომდინარე. დაინტერესებულ პირს შეუძლია დაჯავშნოს განმეორებითი კონსულტაცია ან ალტერნატივად მოიაზროს ე.წ. მენტორშიფის სერვისი, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სესიის პაკეტს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვწეროთ: [email protected]
მეწარმეობის ცენტრის კონსულტანტები
თორნიკე ცირამუა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
Biliki App-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
თორნიკეს აქვს 10+ წლის გამოცდილება პროექტების მართვის, კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2018 წლიდან დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ის ასევე არის მოწვეული ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მეწარმეობის მიმართულებით. თორნიკე პარალელურად ჩართულია Social Impact Award-ის, Cleverton-ის, GITA-ს და სხვა სტარტაპ აქსელერატორებში როგორც სტარტაპ მენტორი და ტრენერი.
თორნიკეს სტარტაპი “Biliki App” არის გლობალური ციფრული ტურისტული მარშრუტების პლატფორმა, რომელიც წარმეტიბთ გავიდა ბალტიისპირეთის ბაზრებზე.
ქეთევან ებანოიძე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელი
ქეთევანი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მეწარმეობის მიმართულებით. ქეთევანი ასევე არის Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელი. 2016 წლიდან აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის, სოციალური მეწარმეობისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში. ქეთევანი არის Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსლერატორის ორგანიზატორი და მენტორი, ასევე ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ის თანადამფუძნებელი.
ბოლო რამდენიმე წელია არის სხვადასხვა სტარტაპ კონკურსისა და ბიზნესდაჯილდოების (მათ შორის თიბისის ბიზნესდაჯილდოების) ჟიურის წევრი.
ირო ცაგარეიშვილი
აქსელის – საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მმართველი დირექტორი
Fundraiser.ge-ს თანადამფუძნებელი
იროს აქვს ქართულ სამეწარმეო ეკოსისტემაში მონაწილეობის, ისევე როგორც პროექტების მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების 7+ წლიანი გამოცდილება.
2022 წლიდან წამყვანი პოზიცია უკვია საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელში, სადაც ყოველთვიურად რამდენიმე სტარტაპს ეძლევა შესაძლებლობა წარდგეს ინვესტორების წინაშე და მიიღოს დაფინანსება. იროს როლი აქსელის წევრ ინვესტორებთან კომუნიკაცია, სტარტაპების მოძიება და შერჩევა და აქსელში საინვესტიციო პროცესების მართვაა.
აქვს ისეთი სტარტაპ ღონისძიებების მართვის, ტრენერობისა და მენტორობის გამოცდილება, როგორიცაა პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ბუთქემფები, სტარტაპ ტრენინგები და ა.შ.
ნათია გოლიაძე
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს აღმასრულებელი დირექტორი და პროექტების მენეჯერი
ნათიას აქვს 7+ წლიანი გამოცდილება მენეჯმენტსა და ბიზნეს კონსალტინგში, პროექტების მენეჯმენტში, ინდუსტრიის კვლევებში, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში და ბიზნეს გეგმებში. კარიერის მანძილზე ნათია იკავებდა ტოპ მენეჯერულ პოზიციებს როგორც კერძო კომპანიებში, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებში. ბოლო წლების განმავლობაში ნათია ხელმძღვანელობს მრავალ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს გეგმებთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებთან, ინდუსტრიის ანალიზთან და ბაზრის კვლევასთან, როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული კომპანიებისთვის.
როგორც ფინანსური კონსულტანტი და ექსპერტი, ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგრანტო პროექტებში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ტრენინგების გაძღოლას მეწარმეობის, ფინანსური მენეჯმენტისა და გადასახადების სფეროში.
თორნიკე ჩხაიძე
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს აღმასრულებელი დირექტორი
თორნიკეს აქვს 15+ წლიანი გამოცდილება წარმატებული ციფრული პროდუქტებისა და ბიზნესის შექმნისა და მართვის სფეროში. შეუქმნია ისეთი ბიზნესები, როგორიცაა: ღვინის ბრენდი IKANO, აზიური სამზარეულოების სწრაფი კვების ობიექტი UKVE, ციფრული პლატფორმა Face2Face, ნატურალური წვენების კომპანია Maisi და საკონსულტაციო კომპანია SavvY.
მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიებს, მათ შორის წარმოებას, საცალო ვაჭრობას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და კონსალტინგს. თორნიკეს კარიერის განმავლობაში უმუშავია მრავალ ბიზნეს გეგმაზე, pitch-deck-ზე და ფინანსურ მოდელზე, ინვესტორებისთვის წარდგენისა და დაფინანსების მოზიდვის მიზნით. თორნიკე ასევე გახლავთ “Forbes 30 under 30 in entrepreneurship” ტიტულის მფლობელი. თორნიკეს ბოლო 5 წელია, აქტიურად ატარებს ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესის მართვა, ციფრული პროდუქტის განვითარება და ფინანსები. ასევე, ის ყოფილა არაერთი წარმატებული სტარტაპის მენტორი და სტარტაპების საგრანტო კონკურსების ჟიურის წევრი.