იმისთვის, რომ სტარტაპმა თავისი ბიზნეს საქმიანობა წარმატებით განახორციელოს – შექმნას სწორი პროდუქტი/სერვისი, შეარჩიოს სწორი ბიზნეს მოდელი, იპოვოს თავისი მომხმარებელი და ა.შ., აუცილებელია სამიზნე ბაზრის სრულფასოვანი კვლევა. ბაზრის კვლევა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და კონკრეტულ უნარებსა და ცოდნას საჭიროებს.
BTU-ს მეწარმეობის ცენტრი გთავაზობთ:
- ინდუსტრიის ანალიზს – ინდუსტრიის (ბაზრის) მოცულობა და მისი დინამიკა, ინდუსტრიის სტრუქტურა, პროდუქტის ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, საგარეო ვაჭრობაში პარტნიორი ქვეყნების ანალიზი, ინდუსტრიაზე მოქმედი მაკროეკონომიკური მაჩვენებლის მიმოხილვა, ინდუსტრიის ზრდის პოტენციალი და პერსპექტივები;
- კონკურენტების ანალიზს – ბაზრის ძირითადი მოთამაშეების იდენტიფიცირება, დაკავებული ბაზრის წილების ანალიზი, პროდუქტის ძირითადი ექპორტიორი/იმპორტიორი კომპანიების იდენტიფიცირება, კონკურენტების საფასო და მარკეტინგული პოლიტიკის ანალიზი, კონკურენტების SWOT ანალიზი;
- მომხმარებლის ანალიზს – პოტენციური მომხმარებლის ბაზის განსაზღვრა, არსებული/პოტენციური მომხმარებლის მახასიათებლების შესწავლა, არსებული/პოტენციური მომხმარებლის განწყობების შესწავლა, არსებული/პოტენციური მომხმარებლის ქცევის მოდელის შესწავლა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვწეროთ: [email protected]
ბაზრის კვლევის კონსულტანტები
ცოტნე ჟღენტი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ეკონომისტი
გააჩნია 10 წლიანი გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე როგორც ეკონომიკური, ისე სტატისტიკური ხასიათის გამოკვლევებში (მათ შორის ADB-ს და ILO-ს პროექტებში) მონაწილეობისა. აგრეთვე, მომზადებული აქვს ბაზრის კვლევები საერთაშორისო კერძო კლიენტებისთვის.
2020 წელს შემოუერთდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) აკადემიურ გუნდს და ასწავლის ციფრულ და მდგრად ეკონომიკას. ის ასევე არის BTU-ს ერთ-ერთი მკვლევარი და ხელმძღვანელობს „ციფრული ეკოსისტემის დაიჯესტის“ ინიციატივას.
ვახტანგ ჩქარეული
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი
ეკონომიკის დოქტორი
ვახტანგ ჩქარეულს აქვს 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება ფინანსური მართვისა და ანალიტიკის მიმართულებით. ამჟამად იკავებს ფინანსური დირექტორის პოზიციას კომპანია ციტადელში, რომელიც ბაზრის ლიდერია სამშენებლო მასალების ვაჭრობის მიმართულებით. 2020-2022 წლებში იკავებდა ფინანსებისა და ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, როგორიცაა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო – საგრანტო პროექტების ანალიზის მიმართულებით; თელიანი ველი – ფინანსური ეკონომისტი; ფინანსთა სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. იგი გახლავთ არაერთი პროექტის მოწვეული ექსპერტი სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმვის კუთხით. ვახტანგი რეგულარულად ატარებს ტრენინგებს ფინანსების მიმართულებით, ასევე ჩართული იყო სტარტაპებისთვის არაერთ პრე-აქსელერაციის პროგრამაში მოწვეული ტრენერის სტატუსით.
2020 წელს შემოუერთდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) გუნდს მოწვეული ლექტორის სტატუსით, რის შემდგომაც გახდა აფილირებული ასოცირებული პროფესორი და ფინანსების საბაკალვრო პროგრამის ხელმძღვანელი.
ერეკლე ზარანდია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მენეჯერი
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტობის კანდიდატი ეკონომიკაში
ერეკლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მენეჯერის პოზიციას იკავებს. პარალელურად არის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფინანსისტი და ლექტორი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით. აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ეკონომიკაში თსუ-დან. ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ელექტრონული მმართველობის, ტექნოლოგიებისა და სერვისების მიმართულებით ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან. 2017 წელს გახდა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგრანტო პროექტის გამარჯვებული და ამჟამად არის თსუ-ის ეკონომიკის დოქტორის კანდიდატი.
ჩატარებული აქვს კვლევები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ამასთან, სხვადასხვა ადგილობრივი ჟურნალების გარდა, მისი კვლევა – „ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების განვითარების გაფართოება საქართველოში“ გამოქვეყნებულია Scopus-ის ბაზაში 2021 წელს.