ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სხვადასხვა ინიციატივებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში 9 ლაბორატორიის კონცეპტს აერთიანებს:
ლაბორატორია 4.0 – ლაბორატორიის კონცეპტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის – HEIn4-ის ფარგლებში განავითარა. ლაბი ბიზნესში მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე მუშაობს.
iOS & Android ლაბორატორია BTU-ში, Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა და მას მიენიჭა სახელი „Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი განათლებისთვის“ (AATCE). სასწავლო ცენტრები, რომლებიც Apple-ს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, ვალდებული არიან უზრუნველყონ ლექტორებისა და სტუდენტებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება. პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები კი საგულდაგულოდ არის შერჩეული Apple-ის სტანდარტების შესაბამისად და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსები და ასევე, ინფრასტრუქტურა. აღნიშნული ლაბორატორია შექმნილია USAID-ის დაფინანსებით და სტუდენტების, ლექტორებისა და გარე ბენეფიციარების iOS და ანდროიდის მიმართულებით გადამზადების, პროექტების ინიცირებისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.
AI ლაბორატორიის კონცეპტი შეიქმნა Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ხელშეწყობით. BTU-ს სტუდენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აქვს საშუალება მსოფლიოს წამყვან IT კომპანიებთან ითანამშრომლონ და მათთვის საინტერესო პროდუქტები განავითარონ.
საქართველოში პირველი განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია ცოდნის და გამოცდილების გაზიარების პლათფორმაა, რომლის საშუალებითაც ხდება საქართველოს ენერგო სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა და შესაბამისი კვლევებისა და კონსულტაციებს გამართვა. ლაბის ფარგლებში 2022 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდული, რომელიც ენერგო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებზე ფოკუსირდება.
ბლოქჩეინ ლაბორატორიის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს სწავლება და გადამზადება ბლოკჩეინ სისტემების დეველოპმენტის მიმართულებით, ასევე, მისი ინტეგრირება ორგანიზაციულ პროცესებში.
კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ინიციატივა BTU-ში 2017 წლიდან შეიქმნა. სხვა აქტივობებთან ერთად ლაბორატორიის ფარგლებში განვითარდა და განხორციელდა ჟან მონეს პროექტი ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა.
მდგრადობის ლაბორატორია BTU-ში 2023 წელს შეიქმნა.მისი მიზანია მდგრადობის მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულების და მასალების შექმნა, სამეცნიერო კვლევების და ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელება, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, საუნივერსიტეტო კამპუსის მდგრადობის გეგმის შექმნა და სხვა
Microsoft ლაბორატორია – შექმნილია ქართველი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის თანამედროვე ციფრული უნარებისა და ცოდნის ათვისებაში მხარდაჭერისთვის. აღნიშნული ლაბის გახსნა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. ლაბის მიზანი იქნება BTU AI პლატფორმის განვითარებაში მონაწილეობა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სხვადასხვა გადაწყვეტის შექმნა და საზოგადოებისთვის შეთავაზება. ლაბი ჩართული იქნება ყველა იმ პროექტში, რომელიც მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების ბლოკჩეინის და სხვა ინოვაციების მიმართულებით.
MarTech Lab-შექმნილია საქართველოს მარკეტინგული ბაზრის ტექნოლოგიურად მოწინავე ინდუსტრიად გარდაქმნის მიზნით.
ლაბორატორიის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი, რომელშიც ჩართულია BTU-ს სტუდენტებისა და Quick-ის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდები.