პროექტის შესახებ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მსოფლიოში აღიარებულ ტექნოლოგიების აქტივისტ – ლედი მერიემ ჟამმესთან პარტნიორობით 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო ინიციატივა – iamtheCODE დააფუძნა.
აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ქალების, ბავშვებისა და გოგონების განათლებისა და ტექნოლოგიური გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
iamtheCODE-ის პლატფორმა 60 000-ზე მეტ სასწავლო კურსს, ვიდეო-მასალასა და სხვა სახის რესურსს აერთიანებს 18 ენაზე, რომლებიც საქართველოში მცხოვრები 250 000 ქალისთვის, ბავშვისა და მოზარდისთვის სრული დაფინანსებით არის ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ 250 000 ბენეფიციარიდან 50 000-ს შესაძლებლობა აქვს, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაიაროს კურსები.
ორგანიზაცია ,,iamtheCODE’’ მსოფლიოს მასშტაბით 88 ქვეყანაში საქმიანობს და მიზნად ისახავს 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალი, გოგონა და მოზარდი გადაამზადოს ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში და ამ გზით მხარი დაუჭიროს გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს.
ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ქალების, გოგონებისა და ბავშვების როლის გაზრდაზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში.
iamtheCODE-ის ხედვა გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.
საქართველო, როგორც ქალების, გოგონებისა და მოზარდების გაძლიერების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, აქტიურად უერთდება iamtheCODE-ის გლობალურ ინიციატივას.
სამიზნე აუდიტორია
ქალები და გოგონები 11 წლიდან ზემოთ
ბიჭები 11-18 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან
რეგისტრაცია
პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა