Ideafest კონკურსის გამარჯვებული სტარტაპი Huppy გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, ჰენლის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით Ideafest კონკურსი ჩაატარა. გამარჯვებული სტარტაპი გახდა Huppy რომელმაც 1000 ფუნტი მოიპოვა.
Huppy მობილური აპლიკაციაა, რომელიც მშობლებს შვილების აღზრდის და განვითარების პროცესში ეხმარება.
IDEAFEST ის კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტმა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა “შემოქმედებითი ნაპერწკალის” ფარგლებში, Henley-ის ბიზნეს სკოლასთან პარტნიორობით ჩაატარა.
IDEAFEST კონკურსში მონაწილება მიიღო 10 სტარტაპმა, რომლებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სახელით, საერთაშორისო კონკურსში BIG IDEA CHALLENGE-ში მიიღებენ მონაწილეობას.
სტარტაპებმა გაიარეს 1 კვირიანი ტრენინგი Big Idea Challenge-სთვისმოსამზადებლად. ტრენინგები მოიცავდა 4 ძირითად თემას: პრობლემა, იდეა, სამიზნე აუდიტორია, შემოსავლის წყაროები. მონაწილეებმა დაამუშავეს ტექსტები ამ კომპონენტების გათვალისწინებით და რომლებსაც გამოიყენებენ Big Idea Challenge-ის ფარგლებში ვიდეოების მოსაზამზადებლად.