Henley Business School BTU-სთან და საქართველოს მენეჯმენტის ინსტიტუტთან პარტნიორობას იწყებს
ბიზნესისა და ტენოლოგიების უნივერსიტეტში Henley Business School-ის სამაგისტრო პროგრამა იწყება.
დიდ ბრიტანეთში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის რეიტინგით #3 სამაგისტრო პროგრამა – Flexible Executive MBA მსოფლიო რეიტინგის უმაღლეს ლიგაში 33-ე პოზიციას იკავებს.
ჰენლის ბიზნესის სკოლა, სამაგისტრო პროგრამას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, საქართველოს მენეჯმენტის სკოლასთან და მალტის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს.
საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი მანანა უგულავა აცხადებს, რომ პროგრამა გათვლილია მენეჯერებზე, ვისაც მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს.
ჰენლის უნივერსიტეტი 1945 წელს დაარსდა, როგორც პირველი ბიზნესის სკოლა დიდ ბრიტანეთში. ის არის ერთ-ერთი იმ 73 ბიზნესის სკოლას შორის მსოფლიოში, რომელსაც სამმაგი აკრედიტაცია გააჩნია.