• სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • ტრენინგები და გადამზადება
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
    • სპეციალური შეთავაზებები
      • BTU აბიტურიენტებისთვის
      • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
      • დოქტორანტობის კანდიდატებისთვის
  • კვლევა
    • კვლევითი ცენტრი
    • განხორციელებული კვლევები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • სტუდენტური კვლევები
      • კვლევის ანგარიშები
    • მიმდინარე კვლევები
    • journal of business and technology
    • მკვლევრები
    • კვლევითი ცენტრის წლიური პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვისა და ოჯახებისთვის
    • პარტნიორი გამომცემლობები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
      • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სიახლეები
      • წარმატების ისტორიები
      • კონტაქტი
      • English
    • BTU Classroom
BTU Classroom
შემოგვიერთდით
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • წარმატების ისტორიები
  • კონტაქტი
  • English
BTU
  • სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • ტრენინგები და გადამზადება
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
    • სპეციალური შეთავაზებები
      • BTU აბიტურიენტებისთვის
      • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
      • დოქტორანტობის კანდიდატებისთვის
  • კვლევა
    • კვლევითი ცენტრი
    • განხორციელებული კვლევები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • სტუდენტური კვლევები
      • კვლევის ანგარიშები
    • მიმდინარე კვლევები
    • journal of business and technology
    • მკვლევრები
    • კვლევითი ცენტრის წლიური პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვისა და ოჯახებისთვის
    • პარტნიორი გამომცემლობები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
      • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სიახლეები
      • წარმატების ისტორიები
      • კონტაქტი
      • English
    • BTU Classroom

ახალი ამბები

VR გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის BTU-ს ახალ ტექლაბში

  • Categories ახალი ამბები
  • Date მარტი 25, 2021

VR გადაწყვეტილებები ბიზნესში, მათი გამოყენების შესაძლებობები და პერსპექტივა – ეს ერთ-ერთია იმ მიმართულებებს შორის, რომელზეც ბენეფიციარები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გახსნილი ტექლაბის ფარგლებში იმუშავებენ. ტექლაბი „ინდუსტრია 4.0.“ ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა და ბიზნესში მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე იმუშავებს. ტრენინგები და მასტერკლასები საერთაშორისო ტექბრენდების ჩართულობით და სრული დაფინანსებით განხორციელდება.

VR გადაწყვეტილებების  პარალელურად, ლაბი ბენეფიციარებს საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიაწვდის შემდეგ მიმართულებებზე: Microsoft-ის გადაწყვეტილებები ბიზნეს ანალიტიკისთვის, Power BI, Dynamics 365, Azure, Google-ის ინსტრუმენტები, Cloud და Analytics, ვირტუალური რეალობა და პროდუქტის 3D ვიზუალუზიაცია, Unity, Unreal engine, Blender, Adobe-ის სხვადასხვა პროდუქტები, პოდკასტების სერია ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ და სხვა პროექტები.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა ტექნოლოგიების საჭიროება ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებაში. მათ შორის განსაკუთრებით VR ტექნოლოგიები გააქტიურდა.

„ტექლაბში ტრენინგები უკვე იწყება და ის მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღეს ბიზნესისთვის არის აუცილებელი. სემინარები და ვორკშოპები სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდება და მათ შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს VR ტექნოლოგიები იკავებს. ეს მიმართულება პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა და მისი საჭიროება გამოჩნდა. ვიწყებთ იმ გამოწვევებზე აქტიურ მუშაობას, რაც პანდემიამ დღის წესრიგში დაგვიყენა,“ – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

VR ტექნოლოგიების მიმართულებით ტექლაბის პარტნიორია VR house, რომლის თანადამფუძნებლის მიხეილ ბერიანიძის განმარტებით, მათი თანამშრომლობა საფუძველი გახდება იმისა, რომ ქართველი ახალგაზრდები მსოფლიო მასშტაბის პროექტებს შექმნიან.

“ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ტექლაბის მსგავსი სივრცეები, რომელიც სტუდენტებსა და სტარტაპებს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. ბენეფიციარებს მჭიდრო კავშირი ექნებათ სფეროს გამოცდილ ექსპერტებთან და საბოლოოდ ისინი მიიღებენ ცოდნას, რომელიც მსოფლიო მასშტაბის პროექტების შექმნაში დაეხმარება,“ – განაცხადა მიხეილ ბერიანიძემ.

ტექლაბის პროექტის პარტნიორები არიან წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები ბელგიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, რომლებიც ლაბის ფარგლებში ახალი სასწავლო მოდულის შესაქმელადაც ერთიანდებიან: “Digital Strategist: Developing New Digital Initiatives” BTU-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და 2021/2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან იქნება ხელმისაწვდომი. ლაბის ტექნოლოგიური პარტნიორები აგრეთვე არიან Orient Logic, LAB, Spectre და სხვა კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ სფეროში არსებულ უახლეს გადაწყვეტილებებს და ინოვაციებს, გამართავენ ვორკშოპებს და სემინარებს.

ტექლაბი 4.0 2021 წლის აპრილში უმასპინძლებს Volvo-ს ბელგიის ოფისის სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასს.

მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია 4.0 შექმნილია ევროკავშირის დაფინანსებით, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის – HEIn4 ფარგლებში.

  • Share:
mariami

Previous post

BTU-ში გახსნილი ახალი ტექლაბის ერთ-ერთი პირველი პროექტი Volvo-ს ბელგიის ოფისის მიერ ჩატარებული მასტერკლასი იქნება
მარტი 25, 2021

Next post

ტექნოლოგიები ბიზნესში – BTU-ში ახალი ტექლაბი ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა
მარტი 25, 2021

You may also like

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იტალიის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან – რომის საპიენცას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის.
24 მაისი, 2022

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იტალიის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან – რომის საპიენცას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე, იპაციას გენდერული კვლევების სამეცნიერო ობსერვატორიის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი გახდა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ქალთა გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი კვლევების, …

Globalize EU Conference
GLOBALIZE ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება
20 მაისი, 2022
279350632_23850558784860556_3658319967984492348_n
Founders Gap – ახალი პროგრამა BTU-ს მეწარმეობის ცენტრისგან ქალების მიერ შექმნილი სტარტაპების მხარდასაჭერად
11 მაისი, 2022

ანდრო დგებუაძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

BTU-ში საქართველოს პირველი განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორია გაიხსნა

BTU-ს სტარტაპ სტატუსის მქონე სტუდენტების წარმატება

ხელოვნური ინტელექტი – Digital MIND

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტ ,,სილიკონ ველი თბილისის’’ ფარგლებში, 2016 წლის 16 სექტემბერს დაარსდა.

  • თბილისი 0162, საქართველო ი.ჭავჭავაძის გამზირი N82
  • (+995 32) 2 195 015
  • [email protected]
სტუდენტის რუკა
FAQ

შემოგვიერთდით

  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram
  • Youtube
სიახლეების გამოწერა

 

Copyright © 2021 - BTU

შესვლა

დაგავიწყდათ პაროლი?

თუ ჯერ არ ხარ მომხმარებელი დარეგისტრირდი

რეგისტრაცია

თუ უკვე მომხმარებელი ხარ შესვლა

  • Virtual Tour
  • ვირტუალური ტური
  • ცოდნის ბანკი
  • ESx კურსები
  • Covid-19